შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ - Shen


10-01-2023, 21:13
ნანახია 1 696

მე ვარ ყოველთვის
და არასოდეს
მე ვარ ყველგან და
არსად არა ვარ
და მხოლოდ წვიმა დაიმახსოვრებს
ჩემი ლექსების დამწვარ ქარავანს
შენ უნდა გამიღო კარი
შენ უნდა მაჩვენო გზა
შენ როგორც სამხრეთის ქარი
მე როგორც ნათოვლი ბზა..
ღამე რომ შემოვა სულში
ჩემში რომ წამოშლის ქარს
შენ უნდა მიშველო მაშინ
შენ ჩემი სიმართლე ხარ
როცა ქარმა ფიქრები, ფურცლებივით არია
როცა სისულელეა ყველაფერი, რაც არის
როცა მთელი ცხოვრება ქარია და ქარია
როცა მთელი სიცოცხლე ნაცარი და ნაცარი
როცა შენი სახელი სიზმრეშიღა ციმციმებს
როცა შენზე ოცნება, მხოლოდ თვალებს ასველებს
როცა მხრებით მივათრევ, სუიციდის სიმძიმეს..
როცა სხეულს გაცრეცილ სარეცელზე ვასვენებ
მე როგორც უბრალო მგზავრი
წვიმას რომ უხამებს ხმას..
როდესაც ნაბიჯებს ავრევ
შენკენ რომ მოვყვები გზას
შენ უნდა ჩაჰკიდო ხელი
ჩემს ომით გადაღლილ მკლავს
შენ უნდა შეცვალო ფერი
და გამაფერადო კვლავ
როცა ფანჯრის მინებთან, ღამე დახამხამდება
როცა საკუთარ თავთან, დავიღლები კამათით
როცა, კიდევ ერთი დღე შენს გარეშე ღამდება
როცა, კიდევ ერთი დღის შამათი და შამათი

- დათუნა მაისურაძე



№1  offline მოდერი bla.ell

ძალიან კარგი იყო... ვერ ჩავუვლიდი გვერდს ისე მომეწონა აზრი, რითმა და ის ემოციაც რომელიც კარგად ჩანს ლექსში. წარმატება...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent