შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გავიხსენო მინდა კიდევ

26-01-2023, 03:18
ავტორი bla.ell
ნანახია 1 342

ჩამობნელდა ...

და ტყეებში, დაჭრილ ტოტზე სძინავთ ჩიტებს,

მე კი სახლში იმ ხის შეშით,

დანთებულ ცეცხლს ვუშვერ თითებს...

ცხელ ღუმელთან წიგნით ხელში,

შორს წასული ფიქრი მიტევს,

სარწეველა სავარძელში

ღონედაცლილ ხელებს ვიმტვრევ.

დანისლულა... დღესაც მთებში,

მე კი აზრებს ვეღარ ვიტევ...

და მოხრილი ძლიერ ... მხრებში

გავიხსენო მინდა კიდევ...

ის წარსული ათასფერში,

ცხოვრების გზა როგორც კიბე,

როს ოცნების შორ ღრუბლებში

მთვარის რკალსაც დავეკიდე...

გაფრენილა წლები დღეში,

გავიზარდე თურმე კიდეც

ციდან როდის გადმოვეშვი,

რად ვუცქერდი მაღლა ჩიტებს...

გამითენდა დილა ბნელში,

ეპარება სხივი კლიტეს

სარწეველა სავარძელში

წიგნი ვეღარ წავიკითხე...

№1 სტუმარი ცნობისმოყვარე

ელ პოეზიის და მხატვრობის დედოფალი ხარ !

№2  offline წევრი ჰაიკო

ძალიან ლამაზი და კარგია♥️
--------------------
"...ზოგჯერ დუმილი აუტანელი რომ იცვლის ფორმებს,
არად დაგიდევს აღარც ეთიკას და აღარც ნორმებს!"
[H]

№3  offline მოდერი bla.ell

ცნობისმოყვარე
ელ პოეზიის და მხატვრობის დედოფალი ხარ !

ცნობისმოყვარევ მადლობა!❤️

ჰაიკო
ძალიან ლამაზი და კარგია♥️

მადლობა ამ სიტყვებისათვის❤️

№4 სტუმარი სტუმარი თამო

როგორ მიხარია ისევ რომ წაგაწყდი შემთხვევით საიტზე.და შენი ახალიც წავიკითხე.ძალიან კარგოა

№5 სტუმარი დაგთმე

დაგთმე…

იმიტომ, რომ ძალიან მიყვარხარ,

დაგთმე…

იმიტომ, რომ ვიცი გიყვარვარ.

დაგთმე…

იმიტომ რომ ყველგან მეძებდე და

სადაც წახვალ, გაკლდე ყოველთვის,

სხვასთან შეხვედრამ დაკარგოს ხიბლი

და ჩემთან ყოფნის ყოველი წამი დათვალო მისხლით.

დაგთმე…

იმიტომ, რომ ჩემს ოთახს ავსებ

და როცა ძილი თავისთან მიწვევს,

შენ - მირაჟში ჩამომჯდარი თავსასთუმალთან მიკოცნი თითებს

დაგთმე…

იმიტომ, რომ ასე ძალიან ერთმანეთს ვგავართ,

ის კი არა და… ეგ თეთრი კანი, წითური თმები და აზრთა წყობა,

ერთმანეთისგან ასე შორს მყოფნი და მაინც ნდობა…

ყველა მზერაში სიმართლე და კოცნის წყურვილი,

გზები ცალ-ცალკე, ერთმანეთით გადაბურვილი.

დაგთმე…

შენთვის რომ ყველა წამი მონატრების წამად მექცია…

რომ ცრემლი, სისხლად გარდაქმნილი, აქ დაგექცია…

რომ შენს ფიქრებშიც არ იყო სხვასთან,

რომ ერთად ყოფნის ყველა წამი ჩაგრჩეს კადრებად

და სულ ფიქრობდე - სხვა არავინ შემიყვარდება…

დავთმე…

ჩემი უუფლებო სიყვარული...

№6  offline მოდერი bla.ell

სტუმარი თამო
როგორ მიხარია ისევ რომ წაგაწყდი შემთხვევით საიტზე.და შენი ახალიც წავიკითხე.ძალიან კარგოა

უღრმესი მადლობა ❤️❤️მიხარია თუ მოგეწონა❤️

№7  offline წევრი ფისუნა

მმმ...ნონორე გახსოვს?ის ელი ხარ ვინც მგონია?

№8  offline მოდერი bla.ell

Miumiu
მმმ...ნონორე გახსოვს?ის ელი ხარ ვინც მგონია?

ჩემი ტკბილი ნონორე? როგორ არ მახსოვს❤️ დიახ დიახ ის ელია❤️❤️და შენ ის ნონორე მწერალი ქალბატონი?

№9  offline წევრი ფისუნა

ჰო ელ...გამიხარდა ძალიან შენი ისევ დანახვა:* დიდი დრო გასულა

№10 სტუმარი გოგონა

ელ ისევ დაგვიბრუნდა თან როგორი საოცარი ლექსით კარგი იყო ძალიან .

№11  offline მოდერი bla.ell

Miumiu
ჰო ელ...გამიხარდა ძალიან შენი ისევ დანახვა:* დიდი დრო გასულა

მეც გამიხარდა რომ ისევ გახსოვვარ და გამიხარდი შენ❤️

გოგონა
ელ ისევ დაგვიბრუნდა თან როგორი საოცარი ლექსით კარგი იყო ძალიან .

❤️მადლობა ❤️

№12 სტუმარი Bla

ეთუნა რატომ ვკითხულობ შენს ლექსებს ისევდაისევ?

№13  offline მოდერი bla.ell

Bla
ეთუნა რატომ ვკითხულობ შენს ლექსებს ისევდაისევ?

ოჰოო ვინ ხარ და რატომ კითხულობ ისევ და ისევ?

№14 სტუმარი Bla

bla.ell
Bla
ეთუნა რატომ ვკითხულობ შენს ლექსებს ისევდაისევ?

ოჰოო ვინ ხარ და რატომ კითხულობ ისევ და ისევ?
.

აღარა ვარ ის კეთილი, დამჯერი და გამგონი,
ჩემ წილხვედრსაც მე თუ არა სხვაც ვერავინ აიღებს.

№15  offline მოდერი bla.ell

Bla
bla.ell
Bla
ეთუნა რატომ ვკითხულობ შენს ლექსებს ისევდაისევ?

ოჰოო ვინ ხარ და რატომ კითხულობ ისევ და ისევ?
.

აღარა ვარ ის კეთილი, დამჯერი და გამგონი,
ჩემ წილხვედრსაც მე თუ არა სხვაც ვერავინ აიღებს.

ჰმმ იქნებ ჩრდილიდან გამოხვიდეთ თქვენი სახელით

№16 სტუმარი Bla

თქვენის ნებართვით სახელს დავმალავ ჩემი გაგებით.. არაფერი თქვა,ძალიან გთხოვ...
არაფერი თქვა!
გემუდარები ამ ჩემს სიტყვებს ბოლომდე ჩაწვდი,
სანამ ყველაფერს წაიკითხავ იქნებ მეფიქრა...

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent