შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

,, დაღლა "


20-02-2023, 00:55
ნანახია 960

სივრცეში დავკარგე ძალა და თავი....
ჩავწყვიტე ყველა ფიქრი და ძარღვი...
გაშავდა ყველა დღე, რაც იყო კარგი...
გაფერმკრთალდა და გახუნდა, ჩემ ირგვლივ ხალხი...
ჩამოდუმებულ მთებში ვგიჟდები....
ცხოვრების წლებში ისევ ვბრიყვდები...
უცვლელ ამინდში მე მზით ვგრილდები...
ამ სამყაროში ვეღარ ვმშვიდდები...
ვაზნებად ჩაწყობილ დღეებზე ვფიქრობ...
ყველა მათგანის გასროლას ვცდილობ...
ყველა წლის ყველა დღე სათითაოდ მგლეჯს...
ისე მიყვარს მთვარე , როგორც უყვარს მგელს...
უაზრო ვარ ამ წამში შენთვის...
არავის მჯერა, მე გარდა ღმერთის...
რწმენა ვისწავლე აქ ერთადერთის...
სახელი დავირქვი იქ თავისმკვლელის...
ყველა პატარა ძაფი გავშალე...
ყველა ნაცხოვრები ამინდი წავშალე...
ყველა მოგონების ფერი დავშალე...
უღუბლო ზეცა ფუნჯით ვაშავე...
ჭკუიდან შეშლილმა ვიცხოვრე აქ...
ახლა მივდივარ, არ ვიცი სად...
ახლა სიკვდილად დავეძებ რას?..
არავინ მიღებს აივნის კარს...
და ეს ცხოვრებაც არარაობის ნაცხოვრებს  ჰგავს!..




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent