შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გადარჩენა


3-03-2023, 15:33
ავტორი ვე რა
ნანახია 1 128

ახლა ისე ძნელი არის გადარჩენა,
დღეს კიდევ რა უჭირს და რომ დაღამდება,
მოვა უშენობა გვერდით მომიჯდება,
მერე ეს ქარები წამში გაავდება.

ხოდა ნუღარ მოხვალ, ნუღარ გაწვალდები.
მე შენს სიყვარულსაც აღარ დავიბრალებ.
შენი წასვლა ჩემგან არის განაჩენი
მაგრამ შენთან ბრძოლით ისე დავიღალე....

ხოდა რაღად ვტანჯოთ კარგო ერთმანეთი?
გთხოვ გზაჯვარედინზე მხარე აირჩიე.
მე შენ ზურგს ვუყურებ
და შენ მხრები გეწვის
მოდი შეეცადე და გადამიჩვიე....

კარზე აბრახუნებს გრძნობა, სიმარტოვე.
ყურებს თითით ვიცნობ, ამ ხმის მეშინია!
ცარიელ ბინაში შენი ნაბიჯები,
გეფიცები მეტი აღარ შემიძლია!

ტანზე შემოვიხვევ ჩემსავ მარტოობას,
შენს სურნელს ვინატრებ,სულის სიმშვიდისთვის.
მხოლოდ შენზე ფიქრი, შენი გახსენება
კმარა, რომ იცოდე ჩემი ღიმილისთვის!

ამ წამს ისე ძნელი არის გადარჩენა,
დღეს კიდევ რა უჭირს და რომ დაღამდება?!
მოვა უშენობა გვერდით მომიჯდება.
ვატყობ ამინდებიც მალე გაავდრდება...

ვე რა




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent