შენ მე რომ მლანძღავ მომიახლოვდი
შენ მე რომ მლანძღავ მომიახლოვდი, უნდა მოგიყვე ჩემს ცხოვრებაზე, მაინტერესებს კიდევ გექნება? პრეტენზიები ჩემს ცხონებაზე... უნდა ჩაგაცვა ის ქალამნები, ფეხის ადგმიდან დღემდე რომ მეცვა, ნეტავ გაუძლებ?რასაც ვუძლებდი, ყველა ღიმილი დარდად რომ მექცა... უნდა გატარო იმ ბილიკებზე, სადაც ხანდახან ხოხვაც დამჭირდა, სიმწრისგან ხშირად ზამთარს ვჩემობდი, მწარე სიტყვები გულში რომ მჭრიდა... ადვილი არის ხომ სხვისი ლანძღვა, ხელის კვრაც შენთვის ხომ იოლია, სვლა არ შეწყვიტო, გზა გააგრძელე, მერე მიხვდები სად მიომია... ბოლოში როცა დაიჩოქებ და, შენი მშველელი არვინ იქნება, უნდა მოვიდე, გაგაქილიკო, და ვნახო ამით რა შეიცვლება... მერე მიხვდები მე რას გავუძელ, და შეცდომებიც რატომ დავუშვი, შენ დახმარების მაგივრად მუდამ, სული ჯოჯოხეთს ურცხვად გაუშვი... არ გეკადრება ადამიანო, ადამიანის სახის დაკარგვა, შენ ხომ ხატად ხარ შექმნილი ღვთისა, არ შეიძლება ნიღბის გადაკვრა... მაშინ რომ ჩემთვის ხელი არ გეკრა, მაშინ რომ ჩუმად დამხმარებოდი, არ დაგტანჯავდა შენი სინდისი, ჩემზე მალე არ ჩანაცრდებოდი... ახლა პასუხს მე შენგან მოველი, რომ გტკივა სულშიც ხომ მართლა ცივა, ვინ დაგაჯერა რომ წმინდანი ხარ, და შეგიძლია სხვისი დაცინვა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.