შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მომისმინე!!!


2-04-2023, 14:10
ავტორი ჰაიკო
ნანახია 1 846

უმთვარო ღამე,
უძილო ღამე და ღამის წყვდიადი -
იბადება აზრი დიადი.
ამ მომენტისთვის არ არსებობს წუთი გვიანი,
არც დღე მზიანი,
არც უაზრო, არც აზრიანი,
ლექსს არავისთვის მოაქვს ზიანი!
და კვლავ მიმართავს მრავალტანჯულ მდუმარე მსაჯულს -
ის იღებს ფუნჯს,
და პალიტრაზე ფერთა შორის აირჩევს ლურჯს.
დაწერს ლექსებს -
სულის ნაკვესებს,
აზრთმჩხვლეტავ ნემსებს,
არ დანებდება ცხოვრების რელსებს.
თავს არ დაუხრის რითმებს უარესს,
ბოროტს - უაღრესს,
აზრებს - უახლესს,
უახლოვდება მიზანს უმაღლესს.
ფანჯრიდან ისვრის დოგმებს და წესებს,
და არ მსახურობს სხვის ინტერესებს.
დახუჭავს თვალებს -
მოიკრებს ძალებს
და მოიშორებს ამ მტანჯველ ალებს.
და თუნდაც რითმებს -
მშრალებს და მხდალებს,
და როგორც ნისლი - უფეროს, მქრქალებს..
კვლავ დაწერს სიტყვებს,
შემდეგ დაამსხვრევს და ნამსხვრევებს გაატანს ქარებს,
ურჩი სათქმელი იქნებ გასცდეს ჩაკეტილ კარებს.
და ამ ტკივილს,
ფოლადის აზრებს - როგორც პაზლებს,
ვინ გაიაზრებს?
თეთრ იატაკზე დარჩება სისხლი მოკლული ფიქრის,
ფიქრი -
რომელიც სიბინძურეში ამაყად მიქრის,
დარჩება ლანდი უაზრო სიზმრის,
შავ-თეთრი დილა, და მზე უფორმო - დღე არის სიმწრის,
რითმის ხუნდებით შებორკილი იდეა იბრძვის,
უხმო კივილით სიკეთის ფრქვევით მუდმივად იღწვის,
ამ იდეისთვის როგორც ალი - იღწვის და იწვის.
როცა ივსება მოთმინების ფიალა თიხის,
და როცა ფიქრი იზღუდება ბორკილით ჩიხის,
სიტყვა იფრქვევა უკიდეგანოდ - ძალით და რიხით,
სული კი ისევ იმოსება უკედლო ციხით.

[H]



№1  offline მოდერი ბელუ შეროზია

ლექსს არავისთვის მოაქვს ზიანი! < 3
საიტზე საუკუნეა არ ვყოფილვარ, ძველი ნაცნობების პროფილებს მივადექი, იქნებ...იქნებ_მეთქი. შენი ლექსები მომწონს, გამიხარდება ისტორიის წერის განწყობაზეც თუ მოხვალ.
ძალიან მომენატრე, იმედია კარგად ხარ...

 


№2 სტუმარი ყორანი

მომენატრე..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent