შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უფორმო სულში იბადება შეგრძნება სეტყვის


15-06-2021, 14:38
ავტორი ჰაიკო
ნანახია 1 199

..ყორნისფერ ზეცას დაუსერავს ფიქრები ჩემი,
და მტანჯველ წარსულს დაუქსელავს სევდა ნაჩვევი,
და თუ ტკივილმა მიმატოვა,ცრემლით დავრჩები,
რითმით - ნარჩევით,
მე გადავრჩები!
მრუდე ეკლებსაც თუ ვაკოცებ ფეხით შიშველით,
და თუ რითმებსაც გამოვხატავ ფიქრთა მიშვებით,
სულს ჩამოვრეცხავ,ცრემლს შევაკავებ თვალით - გიშერით,
ხატვა მიშველის,
რითმაც მიშველის!
ტკივილის ფუნჯით მოვიხატავ ჩემს სხეულს ტანჯულს,
დავენახები,თავს დავუხრი ულმობელ მსაჯულს,
უფორმო სულში იბადება შეგრძნება სეტყვის,
ჯოჯოხეთს წავალ, თუ მსაჯული მე ამას მეტყვის!
დაღლილი ხელით მოვაგროვებ ნახატებს მტირალს,
ფიქრად ჩავკეტავ ჩემს რითმებს - ტირანს,
ნისლად დავხატავ,
ფერად ნახატად,
რითმებად აღვწერ
და სიტყვით დავწერ..
და მივაბიჯებ ნაცრისფერ ნისლში,
ნისლი - რომელიც ისმის ჩემს ფიქრში,
ფიქრი - რომელიც აწამებს წამებს,
წამი - რომელიც ათენებს ღამეს,
ღამე - რომელიც აღავსებს ყორანს,
მონეტას ვისვრი და ველი ბორანს!
ჩემი ფიქრები გამოფხიზლდება,
და რითმებს ვხედავ ნახატ სიზმრებად,
სარკეს შევყურებ - ვარჩევ ვერაფერს,
ნაცრისფრად ვხედავ ირგვლივ ყველაფერს..
ღმერთო,არ ვიცი საით მივრბივარ,
რითმებს ვხატავ და მერე მივდივარ..
მსაჯულს დავეძებ,ის კი ჩანს არსად,
და სულიც კვდება,რითმების მსგავსად!

[H]



№1 სტუმარი Ana-maria

ღმერთო, არ ვიცი საით მივრბივარ-მეც არ ვიცი!

 


№2  offline წევრი ჰაიკო

Ana-maria
ღმერთო, არ ვიცი საით მივრბივარ-მეც არ ვიცი!


მთავარია მოძრაობა, გაჩერებულ წუთებს, წამებს, დროს და ცხოვრებას ვერ ვიტან, ეს წაგების და დანებების სინონიმია ჩემთვის.
❤️
--------------------
"...ზოგჯერ დუმილი აუტანელი რომ იცვლის ფორმებს,
არად დაგიდევს აღარც ეთიკას და აღარც ნორმებს!"
[H]

 


№3 სტუმარი ენი

,,ნაცრისფრად ვხედავ ირგვლივ ყველაფერს.''
ახლა ასე ვარ. ნეტავ მეც თქვენსავით შემეძლოს წერა და უბრალოდ
იმის გაშვება რაც მაწუხებს, ვფიქრობ ეს შვებას მომგვრიდა...
კარგი ლექსია.

 


№4  offline წევრი ჰაიკო

ენი
,,ნაცრისფრად ვხედავ ირგვლივ ყველაფერს.''
ახლა ასე ვარ. ნეტავ მეც თქვენსავით შემეძლოს წერა და უბრალოდ
იმის გაშვება რაც მაწუხებს, ვფიქრობ ეს შვებას მომგვრიდა...
კარგი ლექსია.


ენი❤️
მე ლექსებში ვუშვებდი ხოლმე ყველანაირ ნეგატივს, ალბათ ამიტომაც ვარ ახლა გაქვავებული.
შეგიძლია დღიურს ესაუბრო, ან ვინმეს, ახლობელს, მთავარია შიგნით არაფერი დაიტოვო.
მადლობა რომ მკითხულობ.
--------------------
"...ზოგჯერ დუმილი აუტანელი რომ იცვლის ფორმებს,
არად დაგიდევს აღარც ეთიკას და აღარც ნორმებს!"
[H]

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent