შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნისლსა თუ ბურანში


13-04-2023, 00:49
ნანახია 1 210

ნისლში, ბურანში ვაწყდებოდი რაღაც არეულს
ღვარძლს შეუბურავს ჟამისფერად ზეცა ფირუზი,
წლებმა დამტოვა, ვიხსენებდი წარსულს გარეულს
მოურჩენელი შემოგვყრია თითქოს ვირუსი,

ირგვლივ კვლავ ზეობს სიფლიდე და პირმოთნეობა
კაცი კაცს ზურგში უღვთოდ ურტყამს ორლესულ მახვილს,
ვიღას შერჩება სიმტკიცე და სულის მხნეობა
როცა არავინ ყურს არ უგდებს შენს მოთქმით ძახილს,

დადგება დრო და ღმერთი ყველას თავისას უზღავს
პირველკაცობის მოსურნეთა გაქრება რიგი,
კაცი, რომელიც გვპირდებოდა ცხოვრებას სულ სხვას
იმალებოდეს უნდა ახლა ბუჩქებში იგი.

ი.ჩხარტიშვილი




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent