ადგილის ძიებაში
სულის ამონარიდს, გრძნობად ამონახვითქს - მთვარეს მე ვუამბობ რაც მზემ ჯერ არ იცის. სასთუმალთან სხივი მაკრთობს, ვმალავ წადილს. ნაკვთთა დირიჟორი სიხარულსაც წაშლის. ისევ დაღამდება, გავუყვები ნაპირს. გრძედი და განედი კვეთენ ჩვენს შორს მანძილს. ისე აღელდება გრძნობა გონის საზღვარს, თითქოს გამოვცურავ ტკივილს, ცრემლად დაღვრილს. ლოლოსფერი ფარდა მიჯნავს აის-დაისს, ვუცქერ ვერ ვპოულობ ვერსად, მე ჩემს ადგილს. უტოპიურ მიზნებს ჩავანაცვლებ ახლით, იმედს ოცნებანი შეუმოსავს ნათლით. ჭაობისფერ ლანდშაფტს შევერთვები კადრში. ფლორა და ფაუნაც შესდგომიან ნადიმს. განა მართლა ულხინთ? ზეიმობენ გაყრას? ამგვარ დარდიმანდში ვინ გაიგებს ძახილს... ჯვალო შემოუცვავთ უფსკრულისკენ დახრილთ. თითქოს გაფრთხილება განუზრახავთ სხვათი. ჩატეხილი ხიდის საფეხურებს ვინ სთვლის? ბუნებაც კი არ სცნობს უღვთოდ გადავარდნილთ. ღრუბელთ ცის ტატნობზე გაუმართავთ მარში, წუთისოფლის მკვიდრნი ვერ მიუხვდნენ წადილს. ადგილს ვერ მივაგენ, რომ ვუწოდო სახლი. ალბათ ვერ შევიგრძენ, ვერსად, მე ღვთის მადლი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.