შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლექსების დემონო


25-05-2023, 07:31
ავტორი ვე რა
ნანახია 1 285

ლექსების დემონო

რატომ გრძნობ ასე ბევრს ყველასგან ფარულად?
სათქმელსაც ამ მრუმე მელანში რად ახრჩობ?
რად ცდილობ გაქცევას, როგორაც გამოხსნას?
ლექსებს ხევ და აქრობ ათასჯერ ნაამბობს!

გგონია, ტკივილებს უშველი სასმელით?
გგონია, ღვინოში ჩაახჩობ მუზას და
განთიადს შეხვდები "ყოფილი" პოეტი?
პოეტი, რომელიც აუშვებს ღუზას და

გასცურავს საკუთარ დიდების ტალღებში.
გაჰკვეთავს ქარიშხლებს მქუხარე ტაშების?
მაგრამ გავიწყდება, რომ ხალხი ბრბოა და
ამ ბრბოში იცოდე ოდესღაც გაქრები...

უყურებ იარებს, დღეს ალბათ არც გტკივა!
გარშემო ფრინავენ ლექსების მტრედები.
კედელზე, რაფაზე, ასანთზე, მიწაზე
ყველგან წერ და ბოლოს სიტყვებად იქცევი.

გგონია, უარყოფ შენს აშარ ხასიათს?
გგონია, დაამხობ კერპს მე რომ დაგიდგი?
ამბობ, რომ არა ხარ დიადი პოეტი!
ამბობ და ამ სიტყვებს სიკვდილად განიცდი.

ოთახში ლანდია და ძრწოლის ზარია.
ხარხარებ, და შიშიც როგორღაც განდევნე.
მაგრამ თუ ვარგიხარ ლექსების დემონო,
მოდი და უბრალოდ სიცოცხლე გაბედე.

ვე რა



№1 სტუმარი ნია

საინტერესოდ წერთ მაგრამ თქვენ ლექსებზე უკეთესად მოთხრობების წერა გამოგდით

 


№2  offline ახალბედა მწერალი ვე რა

ნია
საინტერესოდ წერთ მაგრამ თქვენ ლექსებზე უკეთესად მოთხრობების წერა გამოგდით

მადლობა)))
სხვას თუ არ ესმის შენი ლექსი, როგორც შენ გესმის,
სისულელეა ამის გამო უკეთუ ბორგავ.
სისულელეა ვინაიდან არათუ ლექსი,
სიტყვაც კი ერთი ერთნაირად
არ ესმის ორ კაცს.))))

(მუხრან მაჭავარიანი)

 


№3 სტუმარი სტუმარი ლუკა

კარგი ლექსია გულზე მომხვედრი და მეც ჩემს ნაწერებს ვხევ ფერფლად ვაქცევ მაგრამ ერთი არ მავიწყდება რომ ეს ფერფლად ქცეული ნაწერები ჩემთვის რაღაცას ნიშნავდა გაიხარე რომ დამაფიქრე

 


№4  offline ახალბედა მწერალი ვე რა

სტუმარი ლუკა
კარგი ლექსია გულზე მომხვედრი და მეც ჩემს ნაწერებს ვხევ ფერფლად ვაქცევ მაგრამ ერთი არ მავიწყდება რომ ეს ფერფლად ქცეული ნაწერები ჩემთვის რაღაცას ნიშნავდა გაიხარე რომ დამაფიქრე

მადლობა. ნუ დახევ, ვინ იცის დრო მოვიდეს და ინანო. სადმე დროებით გადამალე.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent