შენამდე…
რამდენიც არ უნდა მოგიძღვნა, თითქოს ქარს ვატან ამ ფრაზებს, შენამდე სიკვდილი მომიყვანს, რადგან მე ღმერთს ვთხოვ, შენსას ნუ დამასწრებს. შექმენი შენივე სამყარო და ჩაკეტე ის აურზაური, რომელიც გარედან ავდარობს და მოაქვს უაზრო ხმაური. ნუ მიენდობი გარემოს, კარს იქით მყოფ ღრმა ცვლილებებს, სადაც სიბნელე არსებობს და არ ცდილობს ედგეს მკითხველებს. ნუ ეძებ პასუხებს კარს იქით, ეძიე ისინი შენში, არ დააძინო ღრმა ფიქრი, რომლებსაც აზრები ერთვის. ჩაკეტე კარები ძლიერ, მობრუნდი , შეხედე შენს თავს, სარკეში დაბნეულ მხილველს, ძალა რომ უშველოს,შენ გაქვს. არასდროს დატოვო ის მარტო, ის გაექცევა ყველას, სხვებმა თავისთვის იდარდონ აქ შენ გჭირდება შველა. შენ ხარ შენივე მშველელი, გარშემო ყველა მარტოა არავის არ ჰყავს მხლებელი, სიცოცხლის ბილიკი ფართოა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.