შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნუთუ რამე დავაშავე, რომ მიყვარდი ძლიერ, განა?


22-06-2023, 05:37
ავტორი sweetgirl
ნანახია 1 612

ნუთუ რამე დავაშავე, რომ მიყვარდი ძლიერ, განა?
ჩემი გულის სწორს გიწოდებ, გამიყარე გულში დანა.
ჩვენი ერთად ყოფნის წლები ილუზიით გადაფარე,
ბოლოს, როცა დამასუსტე, სიმართლე კი ამაფარე.

რატომ უნდა ვისჯებოდე და ვკვდებოდე მე ამ
გრძნობით,
მე უბრალოდ შენ მინდოდი, მე ვიწვები შენი ტრფობით.
მოხვედი და ამირიე თვით ცხოვრება არეული
ამ ტკივილსაც ვეღარ ვუძლებ, გავხდი ღამით მთვარეული.

შენ მოხვედი, ჩამიხუტე და აიღე ჩემი ხელი
მითხარი, რომ აქ დარჩები, მე კი დღემდე ისევ გელი.
მოგონება არ მასვენებს,ჩემთვის დღესაც კი ბნელდება,
ნეტავ ჩემი ეს განცდები, ოდესმე თუ განელდება.

მე მოგეცი ჩემი სული, შენ კი ის არ ჩაიბარე,
შენ არჩიე სხვა გზით სვლა და არ გიყვარდი, დაიბარე.
ჩვენი ერთად ყოფნის წლები ილუზიით გადაფარე,
ბოლოს, როცა დამასუსტე, სიმართლე კი ამაფარე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent