შენ
ჩემთვის,უეცრად გამოვიღვიძე და დავინახე მთვარის სინაზე ვერცხლისფერ შუქზე გამოვანათე და შევიგრძენი მთელი სინაზე მთვარის სხივები ზეცას ანათებს ცივ საღამოებს თეთრად ათეთრებს შენთან მოვყავარ მთვარეს ფიქრებით წვიმის წვეთებიც ვეღარ მაჩერებს, მონატრებაა-მთვარის სითბო თუ ჩემი ქორფა იასამანი? ასე ლამაზად რომ ანარნარებს ლურჯ ცაზე გალას ვერცხლისფერ სხივებს..? იდუმალია იასამანი,მთვარის შუქივით ნაზია მხოლოდ.. თითქოს იდუმალს გახდის პლანეტას ოდნავ დააკლებს ჩემს საიდუმლოს და დაგიჯდება გულთან მთელი დღე ჭრიჭინასავით დაიწყებს ხმაურს შემოგეხვევა,თითქოს გაგათბობს და ზეცის შუქზე ჩამოგსვავს მხოლოდ.. სულ აგიტაცებს,მთვარის მორევში ოცნებებშიც კი შემოგატარებს ღია იისფრად გადაგიღებავს მაგ შენ წამწამებს ნაზად ელვარეს მზის სხივებივით ლამაზად დაგხრის დედამიწისკენ და იკაშკაშებ ციდან ღრუბლები დაგიტოვებენ ხალიჩისნაირ ნაზ იასამნებს დაგელოდები ჩემამდე მოდი,მერე კი ერთად გავილაჟვარდებთ ალბათ ოდესმე შენც დაივიწყებ მთვარის სინაზის ვერცხლისფერ სხივებს მზესაც ზურგს აქცევ,ცისკენ გადახვალ და იკაშკაშებ,როგორც სინაზე. მარტოდ დარჩები,ფიქრში წაიღებ ჩემს ზემოთ ყველა თანავარსკვლავედს ცაზე გააქრობ ყველა ბზინვარე და მოელვარე ნაზ იასამნებს, იქნებ ოდესმე მეც გამიყოლო,აღარ დამტოვო ასე ეულად ანდა წაიღო ჩემი ნაწილი,რომელიც მერგო შენგან სხეულად იქნებ ლამაზ ცას შენთან მოვყავარ ყოველ საღამოს,ასე ეულად და მარტოდმარტო ამ ფიქრის ზღვაში შენგან შორს ვიფრენ,ისევვ ეულად.. დაგელოდები,მაინც აქ ვიფრენ,შენნგან ვითომ შორ გალაქტიკაზე და შენთან მოვალ მხოლოდ იმ წუთში,როგორც კი მთვარე შემომანათებს.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.