შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კესანების თაიგული


15-07-2023, 21:57
ნანახია 1 284

ვინ იცის, რამდენჯერ მომენატრე.
ვინ იცის, რამდენჯერ დამაკლდი.
სულში აფოფრილ გრძნობებს ახლა
ვეღარ უშველიან შენი ხელები.

ვინ იცის, რამდენჯერ ვერ გავძელი.
ვინ იცის, რამდენჯერ ვიომე.
ჩემში ვერდატეულ სიტყვებს ვშლი
და ამ სტროფებად ვაწყვილებ.

ვინ იცის, როგორ გნატრობდი.
ვინ იცის, რამდენად ძლიერ...
გულასმოკვნილად მომტირალს
მითენებია რამდენი ღამე...

ვინ იცის, შენს სიზმრებს ვიცავდი.
ვინ იცის, რიგორ მიყვარდი.
უშენოდ დარჩენილ ივნისებს
არ გამოელევათ ვარდები.

ვინ იცის, რამდენჯერ დამცალე
და რატომ გამცვალე, ვინ იცის.
ვინ იცის, ფიქრებს რა ამხელს
ვინ მეტყვის...ვინ მეტყვის...

ვინ იცის, რამდენჯერ მიმატოვე
განშორებამდე რამდენჯერ წახვედი
ვინ იცის, ჩემს დარდზე იცინოდი
მე გულამოსკვნილი ვტიროდი.

ვინ იცის, რამდენჯერ ვაღიარე
რამდენჯერ უარგყავი ანდაც
ვინ იცის, რამდენჯერ ვინანებ
მე რომ ამდენად მიყვარდა.

სულში აფოფრილ გრძნობებს ახლა
არა სჭირდებათ არავინ.
აღარც კი ვწუხვარ, რადგანაც,
ვუწყი რატომაც წავედი.

და ჰო, ასეა, მე ვარ ის,
მაინც მე მქვია წასული
ვერ დამივიწყებ რამდენჯერაც
არ უნდა მიწოდო წარსული

და რკმ უწყოდე
ივნისში მორთმეულ ვარდებს
მუდამ მერჩივნა კესანების
მოკრძალებული, ლურჯი თაიგული.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent