შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თოვს.


19-07-2023, 13:23
ნანახია 924

თოვს,
გარეთ თოვს…
და არც კი იცი,
რომ დამათოვს…
სამწუხაროდ ,
ვერასდროს
ვერ შევაჩერებთ
ჩვენ ამ დროს.
გარეთ გასულს
ეს სამყარო
მკარნახობს,
არ დაგტოვო.
არც ვცადო,
რომ გავიფიქრო
მსგავსი რამე
არასდროს…
მაგრამ თოვს,
სახლშიც თოვს
და ოთახებში
დამათოვს…
ცხელ წყალში
ჩაფიქრებულს
ფიფქები გამართობს.
ველოდები,
რომ ვინმემ
სიყვარულით ამავსოს
და გამაბრუოს
რეალობით,
ვნებაშესხმულს დამათროს.
მაგრად თოვს.
ჩემი სული დანავარდობს
ზღვასთან ახლოს,
სადღაც შორს…
თან მაგრად თოვს…
არასდროს
არ მიგრძვნია ჩემი თავი
სითბოში,
რომ არ მათოვს…
და რატომ?
გავაქრობ
მე ოდესმე ამ სიცივეს!
და მივუშვერ
ავგაროზს…
დამპირდი, რომ იცინებ
და ჩემს სევდასაც
გააქრობ…
მაგრამ თოვს…
სიბნელეზე შეყვარებულს
ეს სინათლე დამახშობს…
ვეღარც ვცნობ
ამ ზამთრის ომს…
და შევუკვეთე
საზამთრო.
უსიტყვოდ ასალესი დანა
არასდროს
არ კაცობს.
როგორია შეეგუო
ზაფხულობით
ასეთ თოვლს?
ერთხელ მაინც სცადე
ძლიერ,
რომ გუნება
საეჭვო,
დაფიქრებით აგევსოს
და იარაღი
საბრძოლველი,
ღრმა სიტყვებით ალესო.
არ იფიქრო,
ამის მთქმელი
ცოტა მაგრად აფრენსო,
მაგრამ ზაფხულს
მცირე გული
ფანტელებით აევსო.
დედა ამბობს,
ის ღამეებს
უსაფუძვლოდ ათევსო.
მაგრად თოვს.
სხვისი სახე
შენს ერთ კერპად
არასდროს არ აღმართო.
დაგათოვს…
წინ ვერ წახვალ
და დარჩები
ზამთრის თოვლში
ამაოდ…
ახლა ვცდილობ
ცხელი წყალი
ღრმა ფიქრებით ავავსო.
რადგან ვშიშობ
მე ზამთრამდე
მარტოობა
დამათოვს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent