თუ შემცივდება შენ სიყვარულს მივეფიცხები
არ დაიჯერო ,რომ ტყუოდნენ ჩემი თვალები, რომ სულის სკივრში შენს სიყვარულს აღარ ვინახავ, მივდევ ცხოვრებას , კი არ მივდევ, მივეწვალები, მინდა იცოდე, რომ ისევე ძლიერ მიყვარხარ! იცი, ძვირფასო, როგორ მიჭირს უშენოდ სუნთქვა? დამაქვს სხეული სულისაგან შემოძარცვული, ფერმიხდილ მთვარეს , ყოველ ღამეს პაემანს ვუთქვამ... ასე მგონია არც აწმყო მაქვს, აღარც წარსული. არ დაიჯერო! შენგან წასვლა არც კი მიცდია, კვლავ ამ სიყვარულს დარაჯობენ ჩემი ფიქრები, სანამდის ვცოცხლობ, სანამ მკერდში ცეცხლი მინთია თუ შემცივდება შენ სიყვარულს მივეფიცხები! /მარი იმერი/ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.