შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მზე მინდა


23-09-2023, 18:26
ავტორი ვე რა
ნანახია 1 280

მზე მინდა

ქარი ფლეთს
აფრებად გაფენილ ოცნებებს.
გაფრენილ წამებსაც სცოდნიათ წუხილი.

მოვიხმობ სამყაროს,
სადა ხარ? სადა ხარ?
მეყოფა განცდილი ყოველი დუმილი.

მეყოფა! მზე მინდა!
დამწვას და დამადნოს.
და კანზე დამეტყოს სიცოცხლე იარად.

ოღონდაც გარდაცვლილ გრძნობებს აცოცხლებდეს.
და სული არ მქონდეს ვიღაცის ზიარად.

მზე მინდა! ცა მინდა!
გიგლიჯავ ბორკილს და
შენ ჩემო წამებავ!
შენ ჩემო ტკივილო!

არ შეცდე!
და ჩემთან არასდროს დაბრუნდე!
თუნდ შენი სახელი ხმამაღლა ვიყვირო.

მზე ლღვება.
ნარინჯად ადნება სხივები.
შენ ჩემში გადგმული ძლიერი ფესვი ხარ.

და თუნდაც დაგტოვო,
და თუნდაც მოგშორდე.
მე მაინც შენი ვარ!
ხო, მაინც შენი ვარ!

მოდი და იმ ძველი სიტყვების ჩურჩულით
ამხსენი ჯადო და
გამიღე გალია.

ოდესღაც რომ ვიყავ,
იმ ლურჯმა ფრინველმა,
ვერ ამჩნევ,
შენს მკერდზე სული რომ დალია?!

დაფლეთილ ოცნებებს, ვერავინ აგიხდენს.
როგორი გემო აქვს დაშვებულ შეცდომებს?!

ვჩურჩულებ და ასე ჩურჩულში ვინელებ,
მე ძალადაკარგულ
ძველისძველ შელოცვებს...

ვე რა




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent