შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცარიელი ვარ


13-02-2023, 09:24
ავტორი ვე რა
ნანახია 9 877

გამოდი ჩემგან
და დატოვე სხეული ჩემი.
გამშორდი ციხეს,
გალიას და ბორკილს საშენოს.
გამოდი ჩემგან,
თუმც რთულია სიცარიელე.
მეფე ვარ ჩემში,
მარტოსული ვმართავ სამეფოს.
"ჩემი სხეული აღარ არის შენი ტაძარი!"
ვჩურჩულებ სადღაც მოსმენილს
და არის სულერთი.
უკიდეგანოდ, უსასოოდ ცარიელია,
უშენობის წამს ჩემს გარშემო
მთელი სულეთი.
ჩემში ფესვები გაიდგი,
მე გივლიდი თავად.
ახლა გიშვებ და უსახიჩრეს
მრჩები იარად.
სიყვარულს გავდი, აღმაფრენას!
ცარიელი ვარ. სიყვარულს გავდი,
ჩემო სულო ვნებას კი არა.
მიყურებ ასე შორსგამდგარი ჩემი ნაწილი.
გამოდი ჩემგან
და დატოვე ჩემი არსება.
და ამ დუმილის ხმამაღალი მფატრავს კივილი.
ნუთუ ასეთი რთული არის ჩემი გაგება?
მე შევიყვარებ უშენობას,
ესეც შენია.
მოგონებების ქარიშხლებიც გაყუჩდებიან.
და აგრე რიგად მტკივნეული
ჩემი ფიქრები,
ქარს წაჰყვებიან , საბოლოოდ დადუმდებიან .
მფერფლავს, მანაცრებს
ანთებული ჩემში ხანძარი.
მოდი მიხსენი! თორემ მელის ღამე საზარი.
არ დაიჯერო,გთხოვ არასდროს არ დაიჯერო,
რომ მე აღარ ვარ ჩემო ,
შენი წმინდა ტაძარი ...

ვერა გურული



№1  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

განმოვსხეულდი..
მიგატოვე.. სამხვერპლოვ ჩემო,
და შენს ხატებას,
წავუქციე პირქვე ზედაშე..
გამოქცეული..
დილეგიდან თხემით ტერფამდე,
ჩემს ასავსებად რომ შეიქმენ,
სიტყვაშესხმული..
სიცარიელე..
შენს გარეშე არაფერია,
მე ჩემი არსის ყველა ფერი,
შენში დავტოვე..
მეფობა შენი,
ტახტრევანზე გადამერია..
ვერ მომერია
და ამართვა მე სიმარტოვე..
თვალთა ათინათს მიეფარა ტაძარი ჩემი..
მონაჩრდილები მონატრებაც წამწამებიდან,
ვის სძალუცს ზიდოს ჩვენს სინამდე ჯვარცმულის ძელი,
ვის სძალუცს შენი გაღმერთება ნანგრევებიდან?!
მოვედი, შენი ამაღლება, არსობის ბოდვით!
და სიყვარულის ცხელ ქვიშაში ხელახლა იშვი,
და თუ ეს გაცლა განდევნაა - დამამხე, მოდი!
და შენს შავეთში ჩამახატე უფერო შიში..
სავსეა შენი წასვლის სუნთქვით ჩემი სულეთი,
შენი არყოფნის ამბორყოფით მოვხატე ზეცა..
მოდი, მომნათლე უსივრცისფრო სისულელეთი,
დაე სტროფებმაც ჯაჭვებივით დაიწყონ ლეწვა..
შემომახიე ფარდებივით, ღიმილი, ტაძრის,
და უფსკრულივით აღმიმართე ღამე საზარი..
თუ შენი ღმერთი აღარა ვარ, კოცონზე დამწვი..
თუ შენი ხატი აღარა ვარ - შემომახალე..

და მერე ცრემლთა ნამუსრევზე ავაგებ ტაძარს,
და მერე თავად შენ გახდები ქალღმერთი ჩემი..

 


№2  offline ახალბედა მწერალი ვე რა

ლაზარე 13
განმოვსხეულდი..
მიგატოვე.. სამხვერპლოვ ჩემო,
და შენს ხატებას,
წავუქციე პირქვე ზედაშე..
გამოქცეული..
დილეგიდან თხემით ტერფამდე,
ჩემს ასავსებად რომ შეიქმენ,
სიტყვაშესხმული..
სიცარიელე..
შენს გარეშე არაფერია,
მე ჩემი არსის ყველა ფერი,
შენში დავტოვე..
მეფობა შენი,
ტახტრევანზე გადამერია..
ვერ მომერია
და ამართვა მე სიმარტოვე..
თვალთა ათინათს მიეფარა ტაძარი ჩემი..
მონაჩრდილები მონატრებაც წამწამებიდან,
ვის სძალუცს ზიდოს ჩვენს სინამდე ჯვარცმულის ძელი,
ვის სძალუცს შენი გაღმერთება ნანგრევებიდან?!
მოვედი, შენი ამაღლება, არსობის ბოდვით!
და სიყვარულის ცხელ ქვიშაში ხელახლა იშვი,
და თუ ეს გაცლა განდევნაა - დამამხე, მოდი!
და შენს შავეთში ჩამახატე უფერო შიში..
სავსეა შენი წასვლის სუნთქვით ჩემი სულეთი,
შენი არყოფნის ამბორყოფით მოვხატე ზეცა..
მოდი, მომნათლე უსივრცისფრო სისულელეთი,
დაე სტროფებმაც ჯაჭვებივით დაიწყონ ლეწვა..
შემომახიე ფარდებივით, ღიმილი, ტაძრის,
და უფსკრულივით აღმიმართე ღამე საზარი..
თუ შენი ღმერთი აღარა ვარ, კოცონზე დამწვი..
თუ შენი ხატი აღარა ვარ - შემომახალე..

და მერე ცრემლთა ნამუსრევზე ავაგებ ტაძარს,
და მერე თავად შენ გახდები ქალღმერთი ჩემი..


ვაიმე, პასუხს გავს მგონი, რა უცნაურია.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent