ნაწყვეტი საოცრებებით სავსე ცხოვრებიდან
სასწაულის თუ არა გწამთ გეტყვით რომ იწამოთ, ვიცი ჩემი გჯერათ, გესმით რასაც ეხლა ვამბობ, ცხოვრებაში სასწაულებს მუდამ ვხედავ, მესმის, ყურადღება დაგჭირდებათ აზრს რომ ჩაწვდეთ თემის, მამაჩემი გარდაცვლილი უკვე ერთი წელი, მიყოლებით გარდაცვლილი არის ბებო ჩემი, რაც ეს მოხდა ვგიჟდები და ვფორიაქობ მუდამ, ვერ ვისვენებ ვერვმშვიდდები ვერც ერთ წამს და წუთსაც, რადგან ისეთ ამბებში ვარ გააგიჟებს ბევრს და, ზოგს კი ღამეს ათევინებს დაატყდება სევდა, ბევრს ექნება გამოვლილი სიტუაცია მსგავსი, ეს შეგრძნება კალაპოტში რომ ვერაფრით ჩავსვი, სიზმარს ვხედავ ღამით ძილში რაღაც ახალ განცდით, მამაჩემი მის მანქანას ფეხს ურტყამს და მაწვდის, სიტყვებს რამაც ზეგავლენა მოახდინა ჩემზე, ეს მანქანა არსად წავა სულ მიკიდია ფეხზე, წინა დღითა დაგეგმილი მაქვს გასეირნება, შეყვარებულს შევპირდი თან მაქვს ცუდი შეგრძნება, ვიღვიძებ და ვდგები ფეხზე მიხმობს ჩემი დედა, თურმე სახლის დალაგება დაუწყიათ ვხედავ, მივეხმარე უცებ მოვრჩი წამში ყველაფერი, გავეშურე სასეირნოდ ვფიქრობ დღეა ჩვენი, მაგრამ უცებ აივანზე გადმომდგარი დედა, მიძახის და მეუბნება კარგს ვერაფერს ვხედავ, დარჩი სახლში ცოტახანი რაღა გინდა გარეთ, გული ისე მიგრძნობს ეს დღე დამთავრდება მწარედ, მე კი კარგად გამეცინა კაი რაგჭირს დედი, არფაერი არ მოხდება ნუგაქ მაგის დერდი, ჩემი გულით ჩვილი დაც კი ძაან ფორიაქობს, მაგრამ წაველ გავეცალე ვფიქრობ დარდს გააქრობს, მესმის ტელეფონზე ზარიც ძმაკაცისგან მოდის, ვუპასუხე მეუბნება ორი გოგოს ლოდინს, წამო უცებ გავიდეთ და ვნახოთ სისხამ დილას, მაგრამ ვუთხარ ვერ დავარღვევ მისთვის ნათქვამ სიტყვას, მოკლედ ყველა მასთან მიხმობს მე კი ჩემ გზას მივალ, მიველ ბოლოს მაინც ვნახე ჩემი გოგო იმ წამს, სასეირნოდ გასულები გვირილები მთხოვა, ვერსად ვნახე რომ შემეკრა გვირილების კონა, ხოდა მაინც გამახსენდა წინა ღამის კადრი, ზანოსის დროს როგორ მოვკარ გვირილებსა ფარი, ავდექი და გავიქეცი ისევ იმ ადგილას, ის გვირილაც იქვე დამხვდა მეღირსა განტვირტვაც, მარგრამ როცა ვბრუნდებოდი ცდუნებამაც მძლია, ეჰ რას ვიზამთ მაგ ცდუნებამ ძალზედ დამანგრია, ვხედავ მოდის ბეემვე და აბღუილებს ძრავსაც, დავუდექი პრიუსით და სულ არ ვღელავ წამსაც, რა თქმა უნდა გამისწრო და გადამფარა ფუტით, გამისწრო და დააყენა იქვე ახლოს წუთით, მეც მანამდე ვასრიალე და ვერ შემამჩნიეს, ხოდა მეც რაღა ვუთხარი ჩემს ხასიათს მღვრიეს, გავუსწარ თუ არა უცებ რომ დავკარი მუხრუჭს, ვისრიალე კარგა ხანი რად უნდოდა გულს, სულს, ვეღარ ვიჭერ ვერც ვაჩერებ მართვას აზრი არ აქვს, ინსტიქტურად ერთი ხელი სახურავზე ამაქვს, მეორე კი შეყვარებულს გულზე ვხვიე მჭიდროდ, და ვლოცულობ განუწყვეტლივ ღმერთო კარგად ვიყოთ, ერთ წამს საჭე რომ გასწორდა გამიხარდასავით, ცოტახანში ბარდიულსაც მოვხვდით საბურავით, გადაბრუნდა მანქანა და ავტრიალდით, თვალებშიდაც დამიბნელდა აღარ ჩანდა კადრიც, ხელზე ვიგრძენ რომ მაწვება ეს მანქანა ჩემი, თურმე ასფალტს და მანქანას შორის მომყვა ხელი, ცოტა როგორც შემსუბუქდა დავიძვრინე თავი, ერთ საათად გამიგრძელდა ეს ერთიღა წამი, გაჩერდა და გამოვფხიზლდი უცებ გონსაც მოველ, ამისრულდა ის რაც წეღან დიდხანს ღმერთს ვეთხოვე, კარგად არის ისიც ვხედავ ჩემ თავს რაღას ვეძებ, ჩავხსენ ღვედი და ავწიე ხელებს ვერ ვაჩერებ, დამეხმარნენ გამომართვეს და გადმოველ მეცა, პირველივე მას ვკითხულობ როგორ არის ნეტა, კარგად ვარო შემომძახა მიველ შევამოწმე, არაფერი რომ არ სჭირდა უცებ ვეამბორე, მოვბრუნდი და იქვე მყოფებს დახმარება ვთხოვე, და ისინიც წამ და უწუმ დასვენებას მთხოვენ, ყურსა არად არ ვუგდებდი ვეცი მანქანას და, მომეხმარნენ მოიკრიბნენ იქვე მანქანასთან, გავასწორეთ გავიყვანე იქვე მიმალულსა, გამოვბრუნდი მას ვკითხულობ თვალებ დაბნეულსა, კარგად არის ვხედავ მაგრამ მე მიყურებს ყველა, თურმე ამ ჩემს ხელსაც დაუწყია ბერვა, მოკლედ საბოლოოდ კარგად ვიყავთ ყველა, გასიება მქონდა ხელის ტრავმად დამრჩა სევდა, რომ არ ვენდე მამის სიზმარს და ჩემს ოჯახს მაშინ, ძმაკაცებიც მირეკავდენ მეკი დავრჩი შარში, მოკლედ ამ ლამაზი ჭიქით ჩვენს მფარველებს ვეტყვი, გაუმარჯოს ჩვენს ამ კონტაქტს რომ ვერაფრით შეცვლი, თქვენს ამ გვერდში დგომას ყველა ნაბჯზედა, თქვენი სულის ნაწილს რაც აქ ჩვენთან რჩება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.