ანგელოზები ღამით მოდიან
ანგელოზები ღამით მოდიან, როცა ღრმად გვძინავს ჩუმად გვკოცნიან. ჩურჩულით ამბობენ მიზეზს მოსვლისას და მოყვებიან ამბავს მოსესას. მათი ამბორი ღრმა ძილში გვითრევს , ჩვენს თვალწინ ვხედავთ ამბრაამი ფეხს როგორ ითრევს, და აღარ გვესმის მათი ჩუმი ხმა სიზმრად კვლავ ვნახავთ იმ ცას ,რაც ედემისგან ხალხს შეხვდა წილად, ყურში ჩაგვესმის ისააკის ხმა აბრაამმა რომ გაიმეტა შესაწირველად. ის მოფრინდება სადღაც შორიდან როგორც ფიქრები ძილისწინ ზღვიდან. კვლავაც განაგრძობს ამბის მოყოლას იონასა და ზღვის ლურჯ მონსტრზე აბელსა და მის მკვლელ ძმაზე, ის მოყვება ყველაფერზე რაც სამოთხეს საწყისიდან დაუნახავს. ანგელოზები ღამით სამოთხიდან მოფრინდებიან და დატოვებენ ნაცნობ შეგრძნებას. კუპიდონად ან სერაფიმად მოგვევლინება რომ კვლავ გვაუწყონ ღვთის მოვლინება. მათთვის ყოველთვის ბავშვად დარჩები ვისთანაც მივა, მხარზე დაჯდება და მოუყვება ამბებს სამოთხის. მათთვის ყოველთვის ბავშვად დარჩები მაინც უმანკო, თოვლის ფიფქებად. ანგელოზები ღამით მოდიან , როცა ღრმად გვძინავს შუბლზე გვკოცნიან და გვიყვებიან მიზეზს მოსვლისას ამბავს მოსესას იმას რომელიც სხვისგან მოესმათ. და გამთენიას , როცა ვარსკვლავი ცას გაანათებს ფრთების შრიალით ზეცაში ავლენ თან წარიტანენ ჩვენს ყველა ნაღველს , და დატოვებენ ამბებს სამოთხის. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.