შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულის პოეტო


9-02-2024, 09:56
ავტორი ვე რა
ნანახია 800

როცა სამყაროს თვალს შეაჩვევ
და დამჯერე,
მოგონილია ეს ლამაზი მკვეთრი ფერები.
სიბნელის თვალი გადაღლილი რომ დაისვენებს,
გამომიწოდე შენი ნაზი, მკრთალი ხელები...

საზღვრების მიღმა ისევ ქრიან ლურჯა ცხენები....
საზღვრების მიღმა, სადაც მშვიდად სუნთქავს ქიმერა....
სულის პოეტო, ხმა გამეცი მარტოობაში!
ჩვენ ორნი მხოლოდ, ჩვენ ორნი და ღამე ისედაც....

ფანჯრის რაფებზე ყვავილების მოსჩანს აჩრდილი.
ოთახი სავსე მწუხრამშლელი ჩემი ლექსებით.
მე და შენ ვატყობ, გამარჯვება არ გვიწერია.
მე და შენ ვატყობ, ვერასოდეს ვერ შევერთდებით...

სულის პოეტო, მოგიხმობ და მაინც შორი ხარ.
შენსავე ლექსში გამალებით ვეძებ აღსასრულს
და მეშინია, რომ ერთ დღესაც ისე დავმშვიდდე,
გულგრილად შევხვდე არსებობის მორიგ დასასრულს....

ვე რა



№1 სტუმარი სტუმარი ნინო123

ყოჩაღ. წარმატებები❤️

 


№2  offline ახალბედა მწერალი ვე რა

სტუმარი ნინო123
ყოჩაღ. წარმატებები❤️

მადლობა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent