შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წასვლა


19-02-2024, 17:34
ავტორი ვე რა
ნანახია 850

წასვლა

გტოვებ და მტკივა უშენობის ყოველი წამი.
გტოვებ და ვიცი, მეტკინება უფრო ძალიან.
მაგრამ გაძლება როცა ჰქვია, ჩემო, სიყვარულს.
წასვლა გულიდან
ერთადერთი სწორი რამეა.

ქარმა მოზიდა ოქროსფერი სველი ფოთლები.
კარს მოაყარა, თითქოს ჩემი გზები არია.
მაგრამ შენს დაცლილ თვალებს
როცა გადავეყარე.
მივხვდი, არ ვცდები, ნამდვილად რომ წასვლის წამია.

ოდესმე ვიცი დასრულდება ყველა ზღაპარი.
და დასაწყისის სილამაზე არ ჰყოფნის ბოლოს.
შენ ჩემზე დარდობ
და ჩემს ცრემლებს მძივებად აცვამ.
გიკვირს, რატომღაც ძაფის სიგრძე არ გყოფნის მხოლოდ.

ორივეს გვბოჭავს მშვენიერი ჩვენი წარსული.
_წარსულის ხათრით!_
თვალდახრილი ჩურჩულებ ახლაც.
მაგრამ იმდენად უნაპიროდ დიდია ჩემში
ფერებდაცლილი სიზმრებისგან სხეულის დაღლა.

რომ ვერაფერი შემაჩერებს,
უნდა წავიდე.
უკანასკნელი ამბორიც
და გაგიშვებ ხელებს.
და რა იქნება?
რას მომიტანს დღე ხვალინდელი?!
მერე ვიდარდებ,
რა იქნება ამ წასვლის შემდეგ.

ქარს მოაქვს ძველი ოცნებები, გახუნებული.
ოდესღაც ერთად რომ ვაწყობდით მომავლის გეგმებს.
მაგრამ ვეღარ ვცნობ ამ ოცნებებს, ჩემთვის უცხოა.
იმედს ვიტოვებ გაზაფხულდება ცივ ზამთრის შემდეგ.

გულზე ხელს გადებ.
სულ ოდნავღა მოისმის ფეთქვა.
და სადღაც გულში მხარია, რომ გტკივა ეგრე.
გამოკეთდები, შეხორცდება ყველა იარა.
ყელიდან ვიხსნი შენს მუდარით მოხვეულ ხელებს.

ზურგს შეგაქცევ და გავუყვები ცალფეხა ბილიკს.
ყოველ ნაბიჯზე გული ახალ რწმენით ივსება.
რომ წაიშლება ყველა წყენა, ყველა ტკივილი.
და ყველაფერი, ყველაფერი კარგად იქნება.

ვე რა




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent