შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მინდა გიყვარდე უფრო მეტად


29-03-2024, 19:41
ნანახია 926

დღეს შემოდგომის ფოთოლივით ფიქრმა წამიღო,
ცივმა ამინდმა გამითოშა მთელი სხეული,
რა საშინელი შეგრძნება დარჩე სულ მარტო,
მიტოვებული,გულნატკენი და მთლად ეული.
ათასი ფიქრი დამტრიალებს,ათასი დარდი,
ეს ცივი ქარი მიმაქროლებს სევდის ნამქერში,
ჭექა-ქუხილი,წვიმა ,სეტყვა ერთად დამატყდა,
სამშობლოსაგან გადაკარგულს უცხო მხარეში.
ქარმა არ იცის არც დანდობა,არც შეცოდება,
საცოდავ ფოთლებს უმოწყალოდ აფენს მიწაზე,
ფოთლების ცვენა არ ადარდებს ხებს იციან,
გამოისხავენ ახალ ფოთლებს კვლავ გაზაფხულზე..
იქნებ შენს გულსაც არ ადარდებს ჩემი სიშორე,
იქნებ დრომ ჟამმა სიყვარულის ცეცხლი ჩაგიქრო,
არა არ მინდა დავიჯერო რომ აღარ მელი,
არ მომცე ნება სისულელე ისევ ვიფიქრო.
მინდა გიყვარდე უფრო მეტად ვიდრე გიყვარდი,
ცეცხლის ალები სიყვარულის სულს- გულს მოგედოს,
შეყვარებულმა ჩემმა გულმა შენთვის რომ ფეთქავს ,
დაგიჯეროს და ძველებურად ისევ მოგენდოს.
ავტ:ლამზირა ელყანასვილი




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent