შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღმერთი


6-04-2024, 20:56
ავტორი ლოლლიტა
ნანახია 514

ასე იმიტომ ხდება რომ ასე მინდა
ასე იმიტომ არ ხდება რომ ასე მინდა
ისე იმიტომ არ ხდება, როგორც მე მინდა,
რომ ასე მინდა
ყველაფერი ცუდი დამემართება იმიტორო ასე მინდა
ყველაზე ბევრ სისულელეს გავაკეთებ, იმიტომ რომ ასე მინდა
გაფიქრებინებ რომ მმართავ, იმიტორო ასე მინდა
თავსაც ვაფიქრებინებ რომ მმართავ, იმიტორო ასე მინდა
ერთი წუთით ან ერთი დღე
ერთ სიცოცხლეში ვნახე ასი მზე
და მაინც არ მეყოფა ასიათასი მე
თუმცა ერთიც მეყოფა თუ ასე მინდა მე
დავიღუპები იმიტორო ასე მინდა მე
შენც დაგღუპავ იმიტორო ასე მინდა მე
ცაზე მასკის ჰომალდი მიცურავს იმიტორო ასე მინდა მე
და მასკს ჰგონია რო ღმერთია იმიტორო ასე უნდა ღმერთს
და ეშმაკი გამანადგურებს იმიტორო ასე მინდა მე
და უძლეველს ჩემი საუკეთესო ქმნილება დამძლევს,
იმიტომ რომ აი ასე მოვინდომე
ყველა უზუსტობას დავამტკიცებ
იმიტორო ზუსტად მასე მინდა მე
და მერე ყველა მტკიცებას გავანადგურებ
იმიტორო უკეთესი მოვიგონე
და სარკის ორივე მხარეს შევაერთებ
იმიტორო სულ ერთია, სულ ერთი ვარ მე
მაგრამ თუ მომინდა შენ ვარ და შენ ვარ მე
თუ მომინდა სულ არაფერი არ ვარ მე
არსადიც სავსეა სათამაშოებით
მაგრამ თუ მომინდა - გავიზარდე
თუ მომინდა მარტო დავრჩები
თუ მომინდა მთელ ჯოჯოხეთს დავიმეგობრებ
აბა გამოიცანი რატო
აბა გამოიცანი რატო
ყველაფერს გავაკეთებ რაც არ მინდა მე
ყველაფერს რაც უსასრულოდ გულს მირევს
ყველაფერს გავაკეთებ რაც გაკეთებას მანანებინებს
ყველაფერს, რაც ვნებს ჩემს ნებას
აბა გამოიცანი რატო

ჰო, იმიტორო მასე მინდა მე

დაწყევლილი ნუთუ არა ვარ, მასიმა?! ყველაფერი ისე ხდება, როგორც მინდა მე




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent