შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მამა


23-04-2024, 23:10
ნანახია 222

მამა
მამაჩემი დამესიძმრა წუხელ,
სევდიანი რაღაცაზე წუხდა,
გაზაფხულის მოდიოდა წვიმა,
ქარი ქროდა,ელვავდა და ქუხდა.
მოეჩითა ეზო ჭერმის ყვავილს,
ვარდისფერად თოვდა ატმის ხიდან,
მოსდიოდათ ღრუბლებს ღვარად ცრემლი,
ჩამოეშვა კიბე მაღლა ციდან.
მამაჩემი შევამჩნიე ნისლში,
საფეხურებს ჩამოუყვა დაბლა,
განიკურნა გავიფიქრე გულში,
არ ეტყობა ჩემს მამიკოს დაღლა.
მამა მეთქი დავუძახე ჩუმად,
გაიგონა გამომხედა წამში,
გამიღიმა ისევ იმ ღიმილით,
მეტი თეთრი გარევია თმაში.
მამა იცი რა ძალიან გვაკლდი,
ვუთხარი და შევუძეხი სახლში,
უსაშველოდ მოგვენატრე ცოლშვილს,
ცრემლი მასაც გაერია თვალში.
მამა შრომით დაჯაფულო მამა,
ვჩურჩულებდი და ვიკრავდი გულში
შენ სიკვდილმა ამ ობლობამ მამა
გამიყინა ყველაფერი სულში.
ვიცი არც შენ არ გინდოდა წასვლა
მიტოვება ოჯახის და კერის,
მამა ჩემო ტკივილო და დარდო
ახლა მჯერა უკვე ბედის წერის,
შენი სახე მახსოვ მამა იმ დღეს,
ღიმილი და ბოლო გამოხედვა,
მერე იყო სიკვდილი და ცრემლი,
ხოდა ასე დაგვაშორა ბედმა.
უამრავი გაცილებდა ხალხი,
გაფასებდა ვინც გიცნობდა ყველა,
აუტანელ ტკივილს ვგრძნობდი სულის,
მოკვდი მაგრამ ახლაც არა მჯერა.
მამა ჩემო მზრუნველო და ტკბილო,
მამა ვიცი რასაც მემდურები,
ვერისვენებ იქ ზეცაშიც რადგან
ჩემს სიშორეს შენ ვერ ეგუები.
ბილიკს მინდვრად გამოსცქერი მელი,
ყოველ ღამე მეც მოვდივარ ფიქრად,
ემიგრანტი გახდა შენი შვილი,
ამიტომაც აღარა ხარ მშვიდათ.
შენს საფლავზე მოსვლა მექცა ნატვრად,
სიმარტოვე,მონატრება შემშლის,
ვიცი მფარველ ანგელოზად იქეც,
უცხო ქვეყნად ემიგრანტი შვილის.
ავტ:ლ.ელყანაშვილი




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent