შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უსახელო


30-04-2024, 10:29
ავტორი ვე რა
ნანახია 825

მიგატოვო? მაგრამ როგორ გაგიმეტო?!
ვის მივანდო შენზე ფიქრი უსაშველო?
წავიდე და მოგონებად აღარ დავრჩე.
შენც გულიდან ამოგშალო უსახელოდ.

წავიდე და მაგ დანისლულ თაფლის თვალებს,
მხოლოდ სიზმრად ვეალერსო. მოვინატრო.
გულო ჩემო, დამსხვრეულო გათელილო.
იქნებ დროა ჩემი ტანჯვით მოიქანცო?!

მიგატოვო და განვლილ წლებს ხელი ავკრა.
მიმოვფანტო როგორც ყველა მოგონება?
მაგრამ ვაი, ვერ გავუძლო, ავიტანო,
შენი ასე დაკარგვა და მოშორება?!

ახლა ავი ქარიშხლები ყეფენ გულში.
შენგან წასვლა დამიჯერე, სასჯელია.
თაფლისფერის გაელვება ღიმილებში...
ვდარდობ, უკან დაბრუნება არ მჩვევია.

დგახარ დარდით გადაღლილი უტყვი მახე.
მე, ფარვანას უკან მიხმობს შენი ალი...
ვერ გაგწირე, ჩემი ფრთები განაცვალე...
ვწუხვარ, ასე ნეტავ რატომ შემიყვარდი?!

ვე რა




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent