სოფი მაჭავარიანი "ემილია" ლექსი
მუზების სამყაროს ასე რომ ანათებს, ღიმილით სახეზე თითებს რომ მომისვამს, სიცოცხლეს რომ ასე ღირებულს მიტოვებს, და აღარ მომიკლავს!... ვინ არიის?! ამ ქვეყნად ყველაზე ძვირფასი " აგალია"... ამ ქვეყნად ყველაზე მთავარი სიწმინდე. უფალო, მადლობა! უფალო, მადლობა! უფალო, მადლობა! კიდევ რომ მიგვიღე! ერთად რომ ვიცინით, ერთად რომ ვტირივართ, ერთად რომ დავდივართ და სადღაც გავრბივართ! ვინ არის?! რამდენი რაღაცის შესწავლა დავიწყეთ, ქართული გენი გვაქვს, ქართული სახელი! ყველგან რომ თან დამყავს და ყველგან დამყვება... ვინ არის?! არც არსებულა მასზე მთავარი! ბედნიერებაც სწორედ ის არის! ჩემთვის ის ყველა ფერთა ფერია! ვინ არის?! სულ ერთად ვმღერივართ, სულ ერთად ვბაასობთ, ბგერების ტალღებშიც სულ ერთად დავცურავთ, სულ ყველა ნახატი ისედაც მისია! ვისია?! მისი გულისთვის ყველაფერს ვიტვირთებ! სადამდეც ის ჩემთან- მე მასთან ვიქნები! უფალო, მისმინე! უფალო, მისმინე! უფალო მისმინე, ძალიან მჭირდები! ჩემი ლამაზი, ჩემი ნანატრი, თეთრი და მზიანი პატარა ფერია. იცოდე! იცოდე! იცნობდე! იცნობდე! ეს ჩემი გოგო - ემილიაა. თებერვალი, თბილისი 2022 წელი ს.მაჭავარიანი ახალი წიგნიდან "ყველაფერი შენით იწყება" |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.