შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არდაბრუნება


26-06-2024, 07:34
ავტორი ვე რა
ნანახია 777

არდაბრუნება

გადიან წლები, მაგრამ რაღაც რჩება უცვლელი.
სხეულის ფსკერზე ნასულარი მტკივა ალაგი.
და გეხვეწები, არაფერი არ მითხრა ღმერთზე!
ჩემს ჯოჯოხეთში მისი ჩრდილის კვალიც არ არის.

თითებზე ვითვლი გაცრუებულს მისთვის იმედებს.
ველოდები და ის არაფრით აღარ გამოჩნდა.
ვეღარ ვიხსენებ, მერამდენე შემოდგომაა,
რომ ჩემს სხეულში მისი წყალი_სული ამოშრა.

ახლა, უდაბნო, ველოდები ახალ განაჩენს.
ახლა სულერთი არის ჩემთვის გაზაფხულება.
გადიან წლები, რაღაც მაინც დარჩა უცვლელი,
ისევ მწადია გაფრენა და არდაბრუნება...

ვე რა




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent