მინდა ვიყოთ ერთად და შენს თითებს ვთვლიდე გაზაფხულზე ერთად დაველოდეოთ ჩიტებს, აბიბინებულ ტიტას პეიზაჟად ვქმნიდეთ, მოჩუხჩუხე წყაროს სიყვარულით ვცლიდეთ, მწვანედ გაშლილ მინდორს ჩვენი კვალი შლიდეს, გადანასკვილ კვირტებს წყვილი ჩიტი თვლიდეს, ფერად ფერად იებს შენი თითით ვთვლიდეთ და შენ ჩემი დიდი სიყვარული გჭირდეს...
მინდა ვიყოთ ერთად სოფელში და წვიმდეს, შემოჩვეულ სევდას წვიმის ღვარი შლიდეს, იფარავდეს შინდი შეციებულ ჩიტებს შენ კი ჩემი დიდი სიყვარული გჭირდეს. გიკითხავდე ლექსებს, არა ვგავდეთ დიდებს,