სიყვარულის ძველი ჩრდილი
დავიკარგე, თან დამყვება ეს ტკივილი ძველი რატომ არის შენი წასვლა ჩემთვის ასე ძნელი? ვერ გპოულობ, ნუთუ შევძლებ მოვიკრიბო ძალა, საკუთარ თავს შემოვძახო: “გაუშვი, არ კმარა? ვეღარ ვუძლებ, მესახება ყველგან შენი ლანდი, ღამეც მიტევს უძილობა და მუდმივი დარდი. როგორ ვცდილობ შევიხორცო ეს გახსნილი იარა მე უბრალოდ შენ მინდოდი, განშორება კი არა. ის თუ იცი, შენ რომ გახდი ჩემი გულის გასაღები? რომ დამცალე, წაიყოლე რაც კი იყო წასაღები. რა დატოვე? ცარიელი და გახსნილი ჭრილობა შენს გზას აღარ ამოვირჩევ, მივეცი თავს პირობა. შენ ხარ ძველი სიყვარულის ჩემი ბნელი აჩრდილი მე ვარ შენი არეული გრძნობები და თან ჩრდილი. დავიკარგე, თან დამყვება ეს ტკივილი ძველი რატომ არის შენი წასვლა ჩემთვის ასე ძნელი? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.