შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეშლილი ფიქრის ხმა


1-11-2024, 04:56
ავტორი Linda Gavasheli
ნანახია 998

შეშლილი ფიქრის ხმა

მგონი გავგიჟდი, მგონი შევიშალე,
ყველა მოგონება ერთბაშად წავშალე.

არ მინდა აწმყო და არ მინდა წარსული.
მინდა მომავალი თუნდაც დათარსული...

არ მინდა ექიმი! არ მინდა ფსიქიატრი!
რა საჭიროა უფასო თეატრი?!

არ ვარ სამკურნალო, მინდა და გიჟი ვარ!
ჯერ არ შევშლილვარ, ჯერ მახსოვს ვინცა ვარ!

მინდა ამნეზია, დროებით სიგიჟე,
ეს მინდა მხოლოდ და რატომ მთხოვთ სიდინჯეს?!

მინდა წარმოდგენა, გიჟების "პარადით"
ვაპირებ დავტკბე თქვენი მასკარადით.

აჯობებს მოიხსნათ ჭრელ-ჭრელი ნიღბები,
მაინც ვინც ბრძანდებით ისევ ის იქნებით.

არ მინდა აყოლა დროისთვის თამაშში,
ვერ შევეჯიბრები ღორს ბევრის ჭამაში.

ვერ ვიტან ნიღბებს, არ ვარ მსახიობი
თუნდ ამის მერე მიწოდეთ იობი.

მინდა მოძრაობა, მუდმივი სიახლე,
სწორედ ამიტომაც ფიქრებით გეახლე.

იქნებ დამარიგო რა ვქნა, რა ვიღონო
სინდისის ქენჯნა, რომ არ გავიგონო...

არ მინდა მარტოობა, სიჩუმე მაფიქრებს,
ვერ ვიტან სიყალბეს, სიბნელე მაგიჟებს.

ხანდახან მღალატობს სითამამე ფიქრის
და იქვე წარსულიც ლენტასავით მიჰქრის.

ჩაივლის თვალწინ ყველა მოგონება
ერთ-ორს ამოარჩევს ფარულად გონება.

ერთბაშად ცოცხლდება ძველი სურათები
თავს იჩენს ისევ წარსულის მითები.

არა და არ მინდა, არ მინდა ვიფიქრო!
ეს ხომ წარსულია, ფიქრები ულიმიტო.

სიგიჟის წუთები, ბავშვობის ხმა,
როგორ არ ვიფიქრო, როგორ არა ვთქვა?!

ვის უნდა დავემალო, რას უნდა გავექცე,
მერე რა შევცდი... ოცნება გავბედე!

წარსულს ვაკვირდები, ჩემ თავზე მეღიმება...
არ მინდა ვიცოდე მერე რა იქნება!
2014



№1 სტუმარი სტუმარი ნათია

ძაან კარგია აი ისეთის სიმღერის ტექსტადაც რომ გამოგადგება

 


№2  offline მოდერი Linda Gavasheli

სტუმარი ნათია
ძაან კარგია აი ისეთის სიმღერის ტექსტადაც რომ გამოგადგება

დიდი მადლობა ❤️

 


№3 სტუმარი ნინიკო ჭაფოძე

ძალიან მესიამოვნა ეს ლექსი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent