სულიერი ტკივილი
სულიერ ტკივილს ვწერ მე გულიდან, დარდმა ნაღველი მიბოძა სულიდან. განათლებული ცეცხლით, ფიქრებით, ცრემლი მდინარედ ჩადის სახიდან. ტალღებად დგება დარდი უფსკრულში, ნატეხი ღამე იწვის შიგ გულში, ცარიელი სივრცე, ხმა შორეული, გულს შავ ნისლად სიტყვა ედება. ტკივილი ჩემში ღრმად ილექება, გული იმედის ნაპირს ეტრფობა, სიტყვა მწყდება და ქარს მიუყვება, სიცარიელეს სევდა ეთმობა. გრძნობა მიჰქრის და ქარში იკარგება, ცრემლი წვიმასთან კვლავ გაიბნევა, უმძიმეს ტვირთად დარდი გაწვდილი, ბედის გზებია მკაცრად დაღლილი. მონატრებასაც ზღვასავით ვივსებ, თითქოს ტალღებმა გული ჩამიხსნეს, ყოველი წამი ვარდება სევდით, ჩემში სიჩუმე ცის ფერს ჩააქსოვს. თუმცა შორიდან სიმღერა მესმის, ნაზი, უთქმელი, როგორც სიზმრები, მეძახის თითქოს, გავცდი სიმძიმეს, და მე ვიპოვე გზა სიყვარულის. სევდაც განელდება, დარდიც გაქრება, ღრუბლებს გაარღვევს მზისფერი სხივი, და კვლავ სიცოცხლის ნაზი სიმები დაიწყებს გულში ქარგვას ახალის. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.