რევერსი
ცხოვრებასა ხდება წამი, დაგვიდგება დრო და ჟამი, აირევა ცა და მიწა, ბალახს აღარ ფარავს ნამი, გრამი კილოდ გარდიქმნება, ანცი გმირად შეიქმნება, წუთისოფლის შემყურებელ უკუღმართად წარიქმნება, ვერ იქნება სხვისი ბრალი, შენ თუ ქარქაშს გიდევს ხმალი, თუ კი სხვასა ელოდები, რომ დაგიგოს გზა და კვალი, თვალი ხედავს კარგსა ცუდას , რავარც მგელი წითელ ქუდას , გახსოვდეს რომ თვით უფალი, შეეწირა ვერცხლის ხურდას , თვით შემქმნელმა ამა მიწის, დაგვიტოვა ნება თვისი, აირჩიე შენ მოკვდავო, გაკეთება გინდა რისი, ვისი გინდა იყო ცოლი, ან ვისივე გინდა ქმრობა, გაიჩინე მეგობრები, არა გინდა ვინმეს მტრობა, თხრობა გინდა ამბების თუ მთავარ როლში ხედავ თავსა, ან იქნება უხდები და უმიზნებდი როლსა ავსა , შავსა ბნელსა სამყაროში, დროში სივრცის მაძიებელს, წუთი სოფლის შემქმნელისა, მუხლმოდრეკილ მადიდებელს, ასარჩევი გრჩება მხოლოდ, სარეცელის წინა მდგარსა, დაფიქრდე და იამაყო, გამოვადექ მე ჩემ გვარსა, დაინახო შენი ხაზი, ცხოვრებაში თუ რა ქენი, საქციელით კარგით დინჯით, ასახელე შენი გენი? დენი მიდის , შუქი ჩაქრა, აღარ არის შენი მცველი, გამოფხიზლდი და დაფიქრდი, წითელ ქუდა ხარ თუ მგელი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.


ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.