შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთი


1-05-2025, 14:55
ავტორი aleko sikharulidze
ნანახია 218

კალამი ერთი, ფურცელი თეთრი
უნდა ისწავლო, შავი და თეთრი
სამყარო ერთი, მრავალი ერი
არ აურიო! სტუმარი, მტერი.

ცხოვრება ერთი, სახელი შენი
აკეთე მადლი, გაეცი ბევრი
ქვეყანა ერთი, ლამაზი, ძველი
გინდა სიმართლე, იკითხე ბევრი.

ოცნება ერთი, თეთრი და წრფელი
ყველას მშვიდობა და მჭადი ხმელი
ოჯახი ერთი, ბუხარი, ცეცხლი
ბებია ტკბილი, ბაბუა თბილი.

კაცი ვარ ერთი, სიტყვაა ჩემი
ვიქნებით ერთნი და გადავრჩებით
საკანი ერთი, ცივი და ბნელი
წამართვეს წლები, არ დავნებდები.

ერთია ერთი, სიმართლე ბევრი
ჩემთვის ცუდია და შენთვის კარგი
ღმერთია ერთი, რწმენაა ბევრი
გიყვარდეს ყველა, ცუდი და კარგი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent