შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ამინდები


20-05-2025, 17:45
ავტორი ვე რა
ნანახია 88

აღარ არევენ ამინდები მეტად ხასიათს.
ხელს გაგიშვებ და დავიმშვდდებ გულსაც გადაღლილს.
და თუ ოდესმე მომენატრე ისე ძალიან,
უბრალოდ შენგან ნაალერსებ მაჯას გადავხსნი....

აღარ იწვიმებს ისე, თითქოს ღიმილს ვითხოვდე
და გამქრალ ცრემლსაც არ სჭირდება მეტად დამალვა.
და თუ სურვილმა ამიტანა მერე იცოდე,
წვიმების ნაცვლად ხიდს მოვნახავ ალბათ ამაღამ...

ვერც უძილობა ვერ გამტეხავს ისეც გატეხილს.
სხეულს იებით, იისფერი დარდით მოვხატავ.
და თუ შეხება მომენატრა შენი თითების,
შენგან დამალულ მე საძილე აბებს მოვნახავ....

აღარ მოგიშვებ...
და შენამდე მანძილებს გავზრდი....
აღარ მოვძებნი მაგ თვალებს და მეტად არ გნახავ....
და იძულებით, თუმცა სუნთქვას ისევ ვისწავლი,
რომ საკუთარ თავს ვაპატიო შენი დაკარგვა....

ვე რა




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent