მიამბე რამე
მიამბე რამე, იმ ძველიდან როგორც ზღაპარი. მთების ფერდობებს ნისლები და ცხვარი ჰფენია. ამ დილის ნისლში, მოწყენილი გიხმობ, წაწალი. მიამბე რამე, სანამ უფრო მომიწყენია. მეთამაშები თმის ბოლოებს, იხვევ თითებზე. იღიმი, ხარობ და სულაც არ გენაღვლება. რომ სუულ მალე ეს ამბავიც დასრულდება. მთას გავყურებ, ალბათ მალე გაავდრდება. მიამბე რამე, ჩემს გონებას დარჩეს შენი ხმა. კალთაში გიდებ გადაღლილ თავს, მძიმე ფიქრებით. შენ წახვალ ალბათ სხვას აუხდენ ფერად ოცნებას. მიმატოვებ და მალე სულაც სხვისი იქნები. როცა შენ წახვალ, შევიძულებ მთების სიმკაცრეს. და ეს ნისლებიც შენთან ერთად აიყრებიან. მომენატრები, გულს დავიღლი შენზე ფიქრებით. ბოლოს დარდებიც არაყივით დაილევიან. ამ დილის ნისლში მოწყენილი გიხმობ წაწალი... გულში ჩამეკარ, სანამ დროა შენი ალერსის... ჩუმად მიამბე იმ ძველიდან ერთი ზღაპარი, უბრალო ბიჭის გულის გულის ნატვრის ახდენის.... ვე რა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.




გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.