შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აიდა .. (აფხაზეთს)

2-09-2019, 15:28
ავტორი Anna)))
ნანახია 1 638

მითხარი გადარჩნენ პალმები , აიდა?
ტალღები აქანებს კვლავ ჩვენს ზღვას შორეულს?
მითხარი, რამდენჯერ წავისვა თავიდან
მალამო ამ გულზე ტკივილებმორეულ?

მითხარი, კვლავაც ფრენს თოლია ტალღებზე?
ყვავდება ატმები მაისში, აიდა?
ბინდივით მეკვრება ტკივილი თვალებზე,
რამდენი... რამდენი წელიღა გავიდა..

მითხარი კვლავ ყვავის საფლავზე სუმბული?
ბებიის კალთა რომ იცავდა ქარისგან,
ნეტავი კვლავ გალობს აპრილში ბულბული
ბაბუის საფლავზე, მითხარი ,აიდა...

მითხარი, სად ვნახო მე სულის სიმშვიდე,
ზღვის ტალღებს სხვაგან რომ ვეფერო არ მინდა,
მითხარი , ოდესმე ხომ ისევ მიმიღებს,
ხომ ჩამიხუტებს მითხარი , აიდა.

ჩემს ეზოს ხავსი ხომ არ აკრავს , აიდა,
ბაბუის მარანიც სავსეა კვლავ ღვინით?
ბებიამ იცოდა მაგ სავსე მარნიდან
სტუმრისთვის მოტანა ღვინოსი ტიკით.

კვლავ იცავს გოშია ჩემს ეზოს ერთგულად?
აღვიძებს მამალი ყოველდღე მიდამოს?
ცხოვრობენ თაგვები თხილებში მეფურად
ცდილობენ კაკალიც სხვენიდან იპარონ?

მითხარი ყვავიან ეზოში ხეები?
ნუ დუმხარ მიამბე ძვირფასო აიდა,
მითხარი რა ხერხით შევიშრო ცრემლები,
ეს გული რაღამდენ ტკივილსღა აიტანს..

ბავშვობა მანდ დამრჩა ჭიშკართან, აიდა,
ეფერე, უამბე ყოველღამ ზღაპრები
უთხარი რომ სადღაც მშვიდობა არის და
უამბე ფერადი, ლამაზი ამბებიც...

მითხარი როდისღა დადგება ის წამი,
მის მიწას გულში რომ ჩავიკრავ, აიდა,
მზე გაბრწყინდება, ჩადგება ქარი,
სიცოცხლეს ისევ რომ დავიწყებ თავიდან...

შორია. შორია რაოდენ ძალიან,
დავძრწივართ სხეულნი... უსულოდ დავდივართ,
სიცოცხლე რომელიც ისედაც წამია,
სულ სხვაგან გავიდა.. სულ სხვაგან, აიდა...

მიამბე , კვლავ ყვავის საფლავზე სუმბული?
ბებიის კალთა რომ იცავდა ქარისგან,
ნეტავი კვლავ გალობს აპრილში ბულბული
ბაბუის საფლავზე, მითხარი ,აიდა...

ანნა ზეიკიძე
24.07.19

№1  offline აქტიური მკითხველი terooo

ბავშვობა მანდ დამრჩა ჭიშკართან, აიდა,
ეფერე, უამბე ყოველღამ ზღაპრები
უთხარი რომ სადღაც მშვიდობა არის და
უამბე ფერადი, ლამაზი ამბებიც...

№2  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

ბრავო... ძალიან ლამაზი ლექსი იყო..
ძეხვის მერე ამ გვარს ასეთი ნიჭი არაფერში გამოუვლენია.
მოხიბლული ვარ

№3  offline წევრი Anna)))

ლაზარე 13
ბრავო... ძალიან ლამაზი ლექსი იყო..
ძეხვის მერე ამ გვარს ასეთი ნიჭი არაფერში გამოუვლენია.
მოხიბლული ვარ

ძაან მოძველდა ეგ ხუმრობა და მოდი ზღვარი გაავლე შეურაცხყოფაშა და ხუმრობას შორის, როცა არანაირი კავშირი არ მაქვს მაგ ძეხვის დამაარსებელთან )
--------------------
ა.ზეიკიძე

№4  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

Anna)))
ლაზარე 13
ბრავო... ძალიან ლამაზი ლექსი იყო..
ძეხვის მერე ამ გვარს ასეთი ნიჭი არაფერში გამოუვლენია.
მოხიბლული ვარ

ძაან მოძველდა ეგ ხუმრობა და მოდი ზღვარი გაავლე შეურაცხყოფაშა და ხუმრობას შორის, როცა არანაირი კავშირი არ მაქვს მაგ ძეხვის დამაარსებელთან )

ბოდიშს ვითხოვ, შეურაცხყოფა აზრადაც არ გამივლია, უბრალოდ უკეთესი ხუმრობა ვერ მოვიფიქრე.
იმედია მხოლოდ იმის გამო რომ მცირე იუმორის მარაგის გამო ყოველთვის კარგად ვერ ვხუმრობ, თავს შეურაცხყოფილად არ გრძნობ.
ლექსი მართლა ძალიან მომეწონა.
მოხიბლული რომ ვა ლექსით იმედია მაგანაც არ შეურაცხგყო.
გულით ვეცადე ამ დროს კარგ ხასიათზე დამეყენებინე და კომპლიმენტიც გამომსვლოდა, გპირდებით, ცხოვრებაში მაგას მეორედ აღარ ვიზამ.
ამ ერთხელ მაპატიეთ (

№5  offline წევრი Anna)))

კარგი.
--------------------
ა.ზეიკიძე

№6  offline ახალბედა მწერალი K. I.

კარგი ლექსია, მომეწონა. სევდაც მოიტანა, მონატრებაც და ტკივილიც ...
--------------------
When nothing goes right, go left!

№7  offline წევრი Anna)))

ქეთი იმერლიშვილი
კარგი ლექსია, მომეწონა. სევდაც მოიტანა, მონატრებაც და ტკივილიც ...

მადლობა ❤❤
--------------------
ა.ზეიკიძე

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent