შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

to demonstrate (მინი კრებული)


2-09-2025, 15:29
ავტორი ika abashidze
ნანახია 216

I

judgement night
მზის მახვილით
ჭრის ჩემს ხელის მტევნებს,
ფერად, სარკისებრ, თხელ კანზე,
იასამნისას აბერებს.
...
რა ხდება მერე?
რა ხდება მერე?
როცა ლურსმები რჩებიან მხოლოდ,
ჯვრებზე?
რა ხდება მერე?
რა ხდება მერე?
თოვლის მანტია რომ გადაფარავს
გადამწვარ კერებს?













II

3 is the number of god
მოუყევი რამე
შავ ქალაქს.
მე მაჩუქე, ის უსინათლო ღამე...
...ან, მომიყევი რამე...
...და მე გაჩუქებ წამალს.
ისეთს,
რომ არ შეგცივდეს.
ისეთს, უძირო ზღვაში გადაკარგულს,
ცამდე ხელებით რომ გიჭერს.
ისეთს,
ზღვის სიბრაზის ქაფებს,
რომ აჩუქებს სიტყვებს.
ისეთს,
ტალღას, მარად ბობოქარს,
ცხვირის წვერთან რომ დაუსვამს მძიმეს,
წერტილს რომ არ აღირსებს.
...
თუ გინდ, მე არ ვიყო,
მოუყევი რამე,
შავ ქალაქს.
...
ბოლოს, მეც ხომ წავალ...
ბოლოს, მეც ხომ წავალ...
მომიყევი, რამე!
...
...კართან ბობოქარი ზღვა მაქვს.




III

i get by
ფერი შეახმა ფოთოლს, ფერიცვალების,
დავიგვიანე, ათი დღით...
ხელზე მიკრული
ჟანგისფერ-სექტემბერ-ფარით
ქარს ვებრძვი.
მე ვარ შენს უბანში
ძეგლივით აღმართული
წვრილი ღერძი...
წელ-მოხრილი გადმოგყურებ,
ძველი ჩიბუხებისგან
ვთვლი საკვამურებს,
ვამგვანებ შენს თავ-აღერილ ძუძუებს...
ვერაფერს გეტყვი...
ვერაფერს გეტყვი...
ისევ შენ გებრძვი...
...
"ნუ გაიხარებს, დედა, კარის გამღების!"
...კიდევ მომაძახე...
გისმენ.
შენ ეწევი,
სახეში მაბოლებ სიტყვებს...
ყოველ თმის ღერს ათეთრებ.

***

in front of my eyes, i see them flash,
them hoes and cars,
while her ass gets another slap,
man, she bout to make that drop,
man, i'mma go to Mars.
she swirls around me like a rubber band,
but despite that
i still cry over the past,
man, i wish i would have taken at least
20 xanax bars.
she scratching on my balls,
like an Afghan
working on a poppy farm,
i stack opinions in some old glass jars,
then smoke on green money stash,
“roll em up,
roll em up,
roll em! roll em!”
they holler
until i quit for good
and pause
without a button
to make it all start.
(screaming out a fucking monologue
in a clothing shop
standing next to my plastic pals).
and i still see a tunnel
with all my wins, losses and draws,
narrow enough
for this "God" guy too to get stuck.
leave a bitch half-fucked,
couldn't finish cus in the middle of all
i get impotent as such,
no pity for these dums,
bitch, i don't stand over graves,
fuck getting saved!
i'll go ahead and cry over some bucks
and Benjis.










IV

let us bloom at midnight!
ჩარჩოში, ცა წუხს,
მსუქანი ლოყებით ძლივს ეტევა,
თან ფერს იხდენს, ლურჯს.
...
"ითხოვე და მოგეცემა"...
"ითხოვე და მოგეცემა"...
"ითხოვე და მოგეცემა"...
"ითხოვე და მოგეცემა"...
...
ჰოდა,
შენ, ახლა, ბავშვი გყავს,
და ბენდენებით შემოსილი ქმარი...
...
გახსოვს? გახსოვს?
ჩემი ფიგურის, ისე მრცხვენოდა...
რამდენიმე ზომით დიდ ჯინსებს
ვათრევდი წელით და რამე მყარი ქამრით.
...
"ითხოვე და მოგეცემა"...
"ითხოვე და მოგეცემა"...
"ითხოვე და მოგეცემა"...
"ითხოვე და მოგეცემა"...
...
რა სჯობდა?
ან, რა სჯობს ახლა?
მე და ყველა ჩემს კითხვაზე,
შენი ლამაზი ბღვერა,
თუ შენი ქმარი...
...ქმარი,
ფული რომ არ ჰყოფნის,
წამლის
და სუშნიაკის.
...
(ყურადღება!
ყურადღება! ჩასხდომა იწყება!
Tbilisi-Telaviv).

***

ა, მე?
ხომ...
მეც,
რავიცი,
რა ხანია, უკვე,
ავბარგდი.








V

applaud!
ტაში!
ტაში, მეგობრებო,
ნუ იზოზინებთ!
...
აღტაცებით ქანაობს ჭერზე
თეთრი ჭაღი.
...
რა კარგია,
რომ სინათლეა,
ეს ხომ, წვლილია, ჭაღის!
და რა კარგია,
რომ ბევრი ქალია...
თორემ,
სპექტაკლი, მაგარი სიბანძეა...
...ერთად,
რამდენიმეს ვუცქერ
კაბაში გამოჭრილ მკერდზე...
და აღტაცებით,
ჩრდილის კაბაში,
თეთრი ჭაღი ქანაობს ჭერზე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent