????Ჩემი სიკვდილი????
წარმომიდგენია ჩემი სიკვდილი, ჩემს საფლავთან ყველა თუ როგორ ტირის, დავაკლდები ყველას თუმცა არც კი ბევრსაც, მე აღარსად ვარ გავედი ეშვება ფარდები ქარმა ღრუბლები წვიმად დაწურა, ცამ შეიფერა მუქი ფერები, ღმერთი მამზადებს სიკვდილისათვის და უკუნეთში მივესვენები. მე წავედი იქ სადღაც შორს მოვიხურე კარები წამოვა ცრემლები ისე როგორც წვიმა და დაეშვება იქვე საფლავთან მიწას შენ ჩემო დედა შენ ჩემო მამა მინდა სიცოცხლე სიკვდილზე მეტად, Და უკვდავება ვიცი რომ დამღლის, ჯერ ბევრი დამრჩა ლექსი საწერი, ხალხი ოდესმე პოეტად ჩამთვლის. ჩაგეხუტებით იქნებდა ეს ბოლო ჩახუტებაც არის არ იტირო ჩემო დედა და მამა რადგან მე თქვენ მიყვარხართ. შემინდობ ღმერთო ჩემს მკრეხელობას?! სიტყვებს დარდისთვის რომ გაგიმხილე, ან თუ შემინდობ ცოდვების დასტას აღსარებისთვის რომ ჩავიდინე. ეს ალბათ ჩემი ბოლო სიტყვებია რაც მინდოდა მეთქვა ახლაც მე მაგრამ ვერ მოვასწარი დროში ვეღარ ჩავეტიე დრომ გამასწო ფიქრში სიცოცხლევ გეტრფი, მწყურიხარ ახლა, მხოლოდ შენ გეტრფი, შენ ერთადერთო, და მაინც სიკვდილს თუ გაიმეტებ, ცოდვები მაინც შემინდე ღმერთო. ვეჭიდებოდი ფიქრებს, Და ვამწვალებდი მაგით ჩემს სიზმრებს ვეჭიდებოდი წუთებს, Ჩემი გული ამდენს ვეღარ გაუძლებს ვეჭიდებოდი ბავშვობას იმ ბაშვობას რომლის დაბრუნება ძნელია, ძნელი იბრძოდე სულ იმისთვის რისთვისაც აღარ შეგწევს ძალა ფიქრობ რა არის ეს სიცოცხლე რა უცებ მიდის დრო ''მინდა, რომ მოვკვდე. გავა ხანი და ... შემოცვდება თითებზე ხორცი, თითებზე - ერთ დროს, კლავიშებს რომ ეფერებოდნენ, მუსიკის სუნთქვას - ვეღარ იგრძნობს გაცლილი ჩონჩხი, დამსხვრეულ ძვლებზე - სინანულით რომ ეხებოდნენ. დამთავრდეს ეს ყველაფერი. მართლა ძალიან მინდა. დავიღალე ამ ყველაფრით დავიღალე რომ სულ გზაში ვარ, სულ მარტო ვარ, როგორც წვიმაში მოყოლილი ბეღურა, დავიღალე უმეგობრო ცხოვრებით რომ არასდროს არ მყოლია მეგობარი, თითქოს პირფერი მისტერია იყო წამების, სიკვდილის ჰანგი - კლავიშებზე აცეკვებული, მთვარეს იწვევდა სამარისკენ გზა შეღამების, ქარიც აჩრდილთა როკვად იყო გადაქცეული. ელოდა ისევ, შეღერებულს თეთრად ალიონს, ვისთანაც იმაზე ვილაპარაკებდი, თუ საიდან მოვდივართ, სად მივდივართ და რატომ მივდივართ. დამღალა ადამიანების სისასტიკემ და დაუნდობლობამ, დამღალა იმ ტკივილმა, რომელსაც ვგრძნობ, დამღალა იმან, რასაც ყოველდღე ვხედავ, ჩონჩხის თვალებში მოვლენილი ხილვად ტაძარი, მდუმარებაში თავდახრილი ხედავდა დემონს, რომ მოსდებოდა - სისასტიკის შავი ხანძარი. გოდებდა მთვარე, შემოსილი სისხლის მანტიით... Და ზუსტად მაშინ დავიწყე მასზე ფიქრი Ეგრეთ წოდებული სიკვდილზე თავს ვეღარ ვაღწევ სიკვდილის მკლავებს, სევდა სულ თან მსდევს როგორც სატანა, და ძილის კიბო შეხიზნულ თვალებს უმძიმთ ცოფთამღვრელ ზამთრის გატანა. ყოველ წამს შავ-ბნელ ბედთან ჭიდილით, ყოველი დილა უფრო მბეზრდება, და არაფრისმთქმელ სიმარტოვეს ებრძოდა სული, ლპებოდა, ერთ დროს შეპყრობილი მკვლელის მანიით, დემონის ხელით დაკუწული მისი სხეული. და მხოლოდ თოვლი, დაფენილი მის სამარესთან, ათბობდა ძვლების სიმარტოვეს ცხელი ყინულით, იწვოდა სული, ჯოჯოხეთის დახშულ კარებთან - ასეა, როცა გულის ტკივილი სულის ტკივილში გადაგეზრდება. ნატყვიარ იმედს ღამეებს ვუთევ, ნიავს შერწყმული ახლა ქარს ვერთვი, წამითაც რომ არ ამომასუნთქე, რა დაგიშავე ღმერთო ასეთი?? ვგრძნობ, სულს მისიებს თებერვლის ხუთი, ნამეხარ გულში ცრემლი გუბდება, სნეული ცოდვის საბურველში გამოხვეული. და იყო თეთრი ამბოხება მუსიკით ვნების, თეთრ კლავიშებზე დანთხეული სისხლის სურნელად, გამეფებული ჰარმონია ამაოების, ნოტების სუნთქვა, გადაშლილი ფერად ფუცლებად. შემორჩენილი ნაფლეთებად ჩონჩხზე - წუხილი, განცდა ეული - გაფენილი ცაზე ღრუბლებად, მკვდარი სხეული და მუსიკის გრგვინვა - ქუხილი - შემომსხვრეული ყინულებზე სიკვდილის ვნებად - გადმოიღვრება სამარიდან სევდის ჩანჩქერად, ჩააქრობს - ირგვლივ გამეფებულ მხიარულებას, მძულვარე განცდას მიმოფანტავს სისხლის წვეთებად, მერე ჩაშრება და... ჩაიშრობს სამარის ელდას... და დაიტირებს - ჩონჩხი - უცხო სისხლის წვეთებით იმ თითებს - ერთ დროს, კლავიშებს რომ ეფერებოდნენ... და ვეღარ იგრძნობს - ათრთოლებას ის იმ ხელების, დამსხვრეულ ძვლებზე, სინანულით რომ ეხებოდნენ. და ახლა ჩემთვის ყოველი წუთი სიკვდილზე ფიქრით სათაურდება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.



თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



