შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

...


დღეს, 11:22
ავტორი ვე რა
ნანახია 1

საოცრად ჰგავხარ სიზმრიდან მოსულს.
შემოეხიზნე ჩემთან საღამოს
და შენს სხეულზე ხალების წყებას
სურს მოთმინება ჩემი ალაგმოს.

წვიმს, ახლა ისე მჭირდები ალბათ,
თავშეკავებას ვაგდებ ფანჯრიდან.
თავად მოგიხმობ ჩემი სიზმრიდან,
გადმოაბიჯებ ჩემი დარდიდან.

და ვარსკვლრვებით დაჭორფლილ მხრებზე,
ისე მწყურია ახლა შეხება.
და სანამ ასე ვოცნებობ შენზე,
დავაგვიანე, უკვე თენდება.

ჩრდილები ნელა ტოვებენ ოთახს,
და გამჭვირვალე შენი სხეული,
ჩემგან დაცლილი, თანდათან ქრება
და იცრიცება რიჟრაჟს შერწყმული.

შენ ისე ჰგავხარ დაკარგულ იმედს.
ისე მაშინებს შენი დაკარგვა.
აღარ მოხვიდე,
არ შემიჩვიო,
ვჩურჩულებ,
თანაც გიცდი ამაღამ...

ვე რა




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent