შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიზმრიდან


დღეს, 11:17
ავტორი ვე რა
ნანახია 0

გუშინღამ აივანზე დამეძინა,
ფიქრები ისე მქონდა არეული.
და მერე სიზმრიდან ამოვიდა
ის ბინდი, ის ჩრდილი, ის მთვარეული.

ლანდებს და უცხო, ფერად ობცესიებს
სხეული დახვდა ღია გარინდებით...
ჩრდილებმა ამოავსეს თვალები და
ტკივილი დავიწყებულ ღამინდელი.

იმ სიზმარს ფერი ჰქონდა უცნაური,
აურა საშიში და დარდიანი
და მერე გაიწელა უსასრულოდ
სიზმარი, გაელვება წამიანი.

გუშინღამ ზეცა იყო უვარსკვლაო
და ქარიც ისე ქროდა, გამეტებით...
სიზმარი სავსე იყო ცარიელი,
უსულო, უარსებო არსებებით.....

სიზმრიდან ამოვიდა ღამის ლანდი,
თვალების ოქროსფერი გაელვებით.
და მაინც ღამე იყო ქარიანი,
დაღლილი მთვარეულის გაღმერთებით.

მივხვდი, რომ წუხელღამ არ მეშინოდა,
ავფერმა ხმაურმა რომ დამაფიქრა.
შიშების ნაცვლად გაოცებით,
ვფიქრობდი: ნეტავი, რამ გამაცინა?!

ვე რა




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent