შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფრთები ზურგჩანთაში


დღეს, 11:25
ავტორი ვე რა
ნანახია 0

სიგიჟეს მაბრალებ,
ამბობ, რომ ფრთები მაქვს.
ზურგჩანთას ხშირად და ფარულად ამოწმებ
და ეჭვი მიჩნდება, რომ ჩემი სიგიჟე
არის ჯოჯოხეთიც და შენი სამოთხეც...

ამბობ, რომ ახლა მე საოცრად მშვიდი ვარ,
თან თვალებს, მზისფერებს, რატომღაც მარიდებ.
მე შენი სურვილი მაწამებს ახლა და
სიგიჟე სრულებით მამშვიდებს, გამიგე.

ამბობ, რომ მელოდი, მაშინვე მიცანი
და თანაც არ იშლი, ჯიუტობ: გიჟი ხარ!
მე ასე მიცილებ, წადიო! ჩურჩულებ.
მაგრამ მე გიჟიც და ჭკვიანიც მინდიხარ...

სიგიჟეს მაბრალებ, და ჩემს ფრთებს დაკეცილს
არ იმჩნევ, იღიმი წამლების ნისლიდან.
სურვილად მრჩები და ვაბრალი სიგიჟეს,
ზურგჩანთას იღებ და სიზმრიდან მიდიხარ...

ვე რა




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent