შენც რა ლამაზი იყავი ბიჭო...
ცამეტი წლის ხარ, ზუსტად იმდენის, როცა გგონია ეს სამყარო შენთვის შეიქმნა. რომ ვარსკვლავები მცველებია შენი სიზმრების და მზე ამოდის მხოლოდ მაშინ როცა შენ გინდა. ცამეტი წლის ხარ, და შენი გული ერთი დიდი სიყვარულია, ყველა იმ ბრძენზე ბრძენიცა ხარ, ვისაც ოდესმე ამ დუნიაზე სადმე უვლია. ცამეტი წლის ხარ და ამ ცხოვრებას ფართოდ გახელილ თვალებით უმზერ. ძველ ჩითის კაბას აფრიალებ და ნეტარებ აფეთქებული კვირტების სუნზე. ფეხშიშველი ხარ, არ განაღვლებს ბროლის ქოშები, ქვეყნიერების საგანძურზეც იტყოდი არას. დაე სხვებს ჰქონდეთ სიმდიდრე და ოქროს კოშკები შენ კი ის ბიჭი, დღეს რომ გითხრა: მიყვარხარ ქალავ! ცამეტი წლის ხარ და ჯერ არ იცი ეს სიხარული როგორ დამალო, გიყვარს ყველა ხე და ყველა ბუჩქი, გიყვარს ცა, მიწა, მთელი სამყარო. თოთხმეტის ხდები, მალე გაიგებ რა სასტიკია კაცთა მოდგმა როცა მოიწყენს, ან დაისახავს უაზრო მიზანს. მხოლოდ ცა ტირის გულამოსკვნილი, ამ დროს უფალიც ვერაფერს იზამს - უკვე გერჩიან უმისამართოდ, ბედნიერ გოგოს, ლამაზთვალებას. და აღსრულდება ნება ხალხისა - შენი ამ ქვეყნად გარდაცვალება... თოთხმეტი წლისა მონაზონი ხარ, სამოცდათოთხმეტს არაფრით გიჯობს, ცას ალბათ ისევ ის ფერი დაჰკრავს, შენც რა ლამაზი იყავი ბიჭო... ლიკა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.



გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


