გადაივლიან ალბათ წვიმებიც
გადაივლიან ეს გაზაფხულის წვიმებიც ალბათ, და წაიღებენ ჩემი სევდის მძიმე მარწუხებს. ნეტა ვიცოდე, ყველაზე მეტად რა მინდა ახლა, ან იქნებ არც მსურს არაფერი და ეს მაწუხებს. მარადიული კითხვა მტანჯავს: რატომ და რისთვის, ანდა საიდან, ბოლოს მაინც საით მივდივართ. მითხარით ვინმემ, თუკი მიხვდით, რაშია საქმე, თოჯინებივით ყველა ერთ ძაფზე რატომ ვკიდივართ. რატომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს უღმერთოდ! და მერე სხვების დასანახად ცრემლებს ჰყიდიან. რატომ აქვთ ერთი დასასრული ნაძვსა და ღოლოს, მითხარით ვინმემ, ამიხსენით, ბოლოსდაბოლოს! ისიც მითხარით ჩვენი გზები საით მიდიან. გადაივლიან ეს გაზაფხულის წვიმებიც ალბათ, და წაიღებენ ჩემი სევდის მძიმე მარწუხებს. ნეტა ვიცოდე ყველაზე მეტად რა მინდა ახლა, ან იქნებ არც მსურს არაფერი და ეს მაწუხებს. ლიკა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


