გედები ჭამენ იმედებს
გედი თავს იკლავს უსიყვარულოდ, აქ სიმარტოვეს ვეღარ ერევა, ცოტა ხანს გასტანს და საბოლოოდ ყველა ბუმბული გამოელევა... მეც ხომ მელევა უკვე მელანი, თავშიც ხომ ყველა აზრი მერევა, ცოტა ხანს გავძლებ, დავაკვირდები ჩემში რომელი 'მე' მოერევა. მერევა ძილი, მე ვერევი სიზმრებს, ისევ ამ ომში დაგვათენდება, ან იქნებ დილით ვიპოვი მიზეზს, ღამის ფიქრი თუ არ დამებნევა... "გქონდეს იმედი"- მათ ასე მითხრეს, ბოლოს იმედიც წყალში მეყრება, წყალი მე მითრევს, ჩემი იმედი - ჭამეს ამ წყალში მყოფმა გედებმა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



