ერთხელ მაინც...
ერთხელ მაინც... ერთხელ მაინც მომახვედრა იმ წმინდა მიწამდე, სადაც შენმა ფეხმა გაიარა, უფალო... გოლგოთამდე გამატარე ის გზა, რომელიც შენ გაიარე, და თუ შემეძლება, სუნთქვასაც კი შევიკრავ, რომ ერთი წამით მაინც ვიგრძნო შენი ტკივილი. ქვაზე დავაბიჯებდი ფრთხილად, თითქოს თითოეული ნაბიჯი შენს ნაკვალევს ეხებოდეს... და გულში მხოლოდ ერთს ვიტყოდი — „უფალო, შემიწყალე...“ მიმიყვანე იმ ადგილამდე, სადაც ჯვარი აღმართე, სადაც სიყვარულმა სიკვდილს სძლია. მერე კი... შენს წმინდა საფლავთან მუხლებზე დავემხობოდი. ვიტირებდი ისე, როგორც არასდროს მიტირია, და ქვითინით გთხოვდი პატიებას ჩემი ცოდვებისთვის, შეწყალებას ჩემი უძლურებისთვის... შენს საფლავს ჩავეხუტებოდი და ალბათ ვერაფერს ვიტყოდი — რადგან ზოგჯერ ცრემლები უფრო მეტს ამბობენ, ვიდრე სიტყვები. მხოლოდ გულში გავიმეორებდი: „მაპატიე, უფალო... შემიწყალე... და ნუ დამტოვებ შენს გზაზე მარტო.“ და თუ ერთხელ მაინც მომეცემა იქ დგომის მადლი, ვიცი, იმ წამს ჩემი მთელი სიცოცხლე ერთ ლოცვად იქცევა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.




