შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი დემონი


გუშინ, 19:41
ავტორი ვე რა
ნანახია 13

აღარ დავეძებ ოცნებებს,
ნეტავ სიმშვიდე სად არის?
სარკიდან მიმზერს, მაფასებს,
ჩემი დემონი ლამაზი.

რას ელოდები? რას ეძებ?
რატომ მიყურებ წუხილით?
მიამბე, რატომ მოდიხარ?
რა სევდას მალავ დუმილით?

ან ასე რატომ მაშინებ?
ან ჩემს სიზმრებში რა გინდა?
ვფიქრობდი დარდმა დამტოვა,
მეგონა ჩემგან გავიდა...

მაგრამ შენ, ჩემო დემონო,
ჩემი შიშების საზღვარო,
უბრალოდ ამოისუნთქე,
ნახე, ეშვება საღამო.

ნახე, ფერები მუქდება.
ნახე, მზე უკვე ჩავიდა.
და მაინც ავად მიყურებ.
არც ამბობ ჩემგან რა გინდა.

ჰო, მე დაღლილი სული ვარ.
ჰო, მე დარდი და ომი ვარ.
ვინ იცის, შენზე ძველი ვარ,
შენი ზღაპრიდან მოვდივარ....

არ მახოვს ძველი სიზმრები,
მხოლოდ ლანდები კრთებიან.
მიამბე, ჩემო დემონო!
სიმართლე ლეგენდებიდან.

ვეღარ დავუცდი განთიადს.
და შენც ტყუილად მაგიჟებ.
ისეც არეულ სამყაროს,
მეტად როგორღა ამირევ?

ჰოდა, რა გინდა დემონო?
რატომ მიყურებ სიზმრიდან?
გაბედე გადმოაბიჯე
ჩემი გონების ციხიდან.

აღარ დავეძებ ოცნებებს,
ახლა სიმშვიდე სად არის.
სარკიდან მიმზერს, მაფასებს,
ჩემი დემონი ლამაზი.....

ვე რა




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent