შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვილაპარაკოთ


21-09-2026, 19:45
ავტორი ვე რა
ნანახია 55

ვილაპარაკოთ, მოდი ბევრი ვილაპარაკოთ.
მოვყვეთ ზღაპრები
ფერადები,
ოცნებით სავსე.
რომ ამ საუბრით ამოვიღოთ დარდი სკივრიდან
და ეს დუმილი დავამსხვრიოთ,
დარდების მახე.

ვილაპარაკოთ, სანამ ღამეს აისი შეცვლის.
სანამ ფიქრები არ გახდება კამკამა წყარო.
ვილაპარაკოთ,
ყველაფერზე,
თუნდაც ტკივილზე
და განთიადის სილამაზე უსიტყვოდ ვნახოთ.

და თუ ვერ შევცვლით ამ სამყაროს მხოლოდ საუბრით,
არაფერია, სულაც არ ღირს ამაზე დარდი...
ისიც იკმარებს, რომ ეს ღამე ისევ გათენდა
და მარტოობის ნაცვლად
თუნდაც ამაღამ მყავდი....

ვე რა




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent