შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დასრულდა


25-11-2017, 19:32
ავტორი mimimimo
ნანახია 1 767

სამყაროს ფერები იცვლება
დიდი ხნის ძიების შემდეგ პოულობ მას, ვისაც ეძებდი
ხარ ბედნიერი, როგორც არასდროს
და
შენში რაღაც იცვლება
შენ ხვდები, რომ იპოვი ისეთი ადამიანი, რომელიც შენთან იქნება.

ჩვენ შევხვდით, მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად გვჭირდებოდა ერთმანეთი.
გვტკიოდა.
ბინძური ადამიანებისგან განადგურებულებმა - სიმშვიდე ერთმანეთში ვიპოვეთ.

გათენებამდე საუბრობდნენ.
საუბრობდნენ ყველაფერზე
სიყვარულზე
ბედნიერებაზე
უბედურებაზე
ცრემლზე
ყველა'ფერზე
სიკვდილის გარდა.

-მელაპარაკე.
მელაპარაკე, რა
სანამ დრო გვაქვს.

"მსგავსი დღეების უსაშველო დარჩა ატანა,
დეე, გადაწყდეს ისე როგორც ღამემ განაგოს,
მოდი ჩემთან და ამ დუმილის გასაფანტავად,
თუნდაც სულ მცირე, ამინდებზე ვილაპარაკოთ.

ვილაპარაკოთ - როგორ ფეთქავს დილა კვირტივით,
წვიმის წვეთებში მზის სხივები როგორ ეტევა,
იცი, მე ახლაც შარშანწინდელ ამინდს მივტირი
და ეს ტირილიც მენანება გასამეტებლად.

ვილაპარაკოთ, შენს უმანკო სულთან მიმიშვი,
თორემ დრო ცდილობს სურვილები თავად ალაგმოს,
ვილაპარაკოთ - სიყვარულზე მთელი სიგიჟით
და მოდი მერე სიგიჟეზე ვილაპარაკოთ.

ვილაპარაკოთ, დანარჩენზეც, ბევრი მხილებით,
სხვებს როგორ უყვართ, როგორ სძულთ ან როგორ ელიან,
როგორ არიან ანგარებით ერთად წყვილები
და ანგარება ჩვენთვის როგორ არაფერია -

რადგან პროცესი დასრულდება მაინც გნიასით,
დაგეგმილ გრძნობებს ჩვეულებრივ ვეღარ განაგებ,
ვილაპარაკოთ - ერთადერთხელ პოეზიაზეც -
ან შენ მისმინე და მე მარტო ვილაპარაკებ...

ვილაპარაკოთ - უსაფუძვლოდ, უხმოდ, უმიზნოდ,
თორემ დრო ცდილობს სურვილები თავად ალაგმოს,
ვილაპარაკოთ, მაგრამ მოდი ისეც ნუ ვიზამთ,
რომ არაფერი აღარ დაგვრჩეს სალაპარაკო."


დასრულდა.

ადამიანები მიდიან.
ამ ბინძურ სამყაროში
ბინძურ ადამიანებთან ერთად გვტოვებენ.
გვღალატობენ.
განა ღალატად არ ითვლება
სხვა სამყაროში, რომ მიდიან
და
მიწას ებარებიან?
არაფერი რჩება მათგან
მხოლოდ
საფლავის ქვა, რომელიც ყოველთვის ცივია.

დრო არავის ინდობს.

"მე ჩემს ბინაში მიპოვნიან გარდაცვლილს პირქვე...
ანდა იქნება გაცილებით უფრო მარტივად."


მჯერა
ერთმანეთს ისევ შეხვდებიან.
შეხვდებიან, როდესაც
ბინძური ადამიანებისგან იქნებიან განადგურებულები
და
სიმშვიდეს კვლავ ერთმანეთში იპოვიან

დასრულდა.

ლექსის ავტორია - მაიკო ჯანგულაშვილი
(იმავე ავტორის ლექსიდანაა ამოღებული მეორე წარწერა.)



№1  offline აქტიური მკითხველი terooo

მინდა გითხრა რომ სამყარო შეუცნობელია

 


№2  offline წევრი mimimimo

terooo
მინდა გითხრა რომ სამყარო შეუცნობელია

ისევე, როგორც ჩვენ - ადამიანები.

 


№3  offline წევრი ერემეევიტი

ვილაპარაკოთ, არაჩვეულებრივია <3

 


№4  offline წევრი mimimimo

Saly
ვილაპარაკოთ, არაჩვეულებრივია <3

მადლობა.

 


№5 სტუმარი სტუმარი nona

ყოჩაღ მომეწონა, წაემატებები

 


№6  offline წევრი mimimimo

სტუმარი nona
ყოჩაღ მომეწონა, წაემატებები

დიდი მადლობა.

 


№7  offline მოდერი bla.ell

ძალიან კარგი იყოოო მაგარია

 


№8  offline წევრი mimimimo

bla.ell
ძალიან კარგი იყოოო მაგარია

მადლობა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent