შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საქართველო იყიდება


1-12-2016, 23:17
ავტორი fencer
ნანახია 8 662

იყიდება საქართველო. მინდორ-ველით, მთა-გორით, ტყით, ვენახით, სათესით; წარსულის ისტორიით, მომავალი სვე-ბედით; მშვენიერის ენით; ნაქარგი ფარჩა-ხავერდით; ვაჟკაცურის ხასიათით, სტუმართ-მოყვარეობით; დიდებულის სანახაობით, წმინდა ჰაერით; ნაამაგევი სახლით და კარით; ჩუქურთმიანი მონასტრებით და ეკლესიაბით; მჩქეფარე ნაკადულებით; ლურჯის ზღვით; მოწმენდილ-მოკაშკაშებული ცით; ერით, ბერით; თვალწარმტაც ბანოვანთა გუნდებით; გონებაგახსნილ ვაჟებით; მალხაზი ბავშვებით; ვერცხლისფერ თმით შემოსილ პატივსადებ მოხუცებით. იყიდება საქართველო დედით და მამით, შვილით და ძირით, ძმით, დით, ცოლით და ნათესავ-მოყვრებით.

ჰყიდის ყველა: თავადი, მღვდელი, ვაჭარი, ავაზაკი, დიდი და პატარა, ჭკვიანი და სულელი, ლოთი და პირაკრული.

იყიდება ყველგან: ქუჩაში და სახლში, თეატრში და სასამართლოში, სასწავლებელში, სატუსაღოში, ეტლში, მატარებელში, დილით და ღამით, სიცხეში და სიცივეში, დარში და ავდარში.

იყიდება ერთიანად: შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე და ოსეთიდან სპარსეთამდე. იყიდება ნაწილ-ნაწილ: კახეთი და იმერეთი, ქართლი, სვანეთი და სამეგრელო, გურია და ლეჩხუმი, რაჭა და ჯავახეთი. იყიდება პატარ-პატარ ნაჭრებათ, ვისაც რამდენი სურს და როგორც უნდა: ნისიათ, უფასოდ, ნაღდად, დროებით და სამუდამოთ; ბანკის დახმარებით და ჩვენის საშუალებით.

იყიდეთ ბარემ მთლად, გაწეწეთ და გაგლიჯეთ, რასაც საქართველო ერქვა და რაც დღეს ოხრად დარჩენილი აძღებს ყორნებს და გულს უკლავს უძლურ ჭირისუფალს!



ცოტა რამ მწერლის შესახებ:
გენიალური ქართველი მწერალი ნიკო ლორთქიფანიძე დაიბადა 1880 წლის 29 სექტემბერს,წყალტუბოს რაიონ სოფელ ჩუნეშში.ჰყავდა ხუთი და და ორი ძმა.წერა-კითხვა ნიკომ შინ შეისწავლა. მწერლობაც ადრეული ასაკიდანვე დაიწყო, თუმცა ბავშვობის ხანის ნაწერები მოგვიანებით თავადვე გაუნადგურებია. სიმონ ჩიქოვანი მის შესახებ ამბობს:,,ნიკო ლორთქიფანიძე ადრე ჩემი მასწავლებელი იყო.ყველას ძლიერ უყვარდა და ყველა უჩვეულო მოკრძალებით ეპყრობოდა.თავადაც მოწაფეებს თავაზიანი სალამით ხვდებოდა და ,,თქვენობით" ესაუბრებოდა.ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში იტყოდა:,,ყმაწვილებო,წოტა ვისწავლოთ,მაგრამ ის ცოტა კარგად,ბეჯითად ვისწავლოთ..." ზომიერად მაღალი და თითქმის კაფანდარა კაცი იყო.მუდამ ფაქიზად გამოწყობილი და თითქო უნებლიეთ დაღონებული ცხადდებოდა გაკვეთილზე.სქელი ტუჩები,მეჩხერი ულვაში და კოხტად შეკრეჭილი მოკლე წვერი ამშვენებდა.სათვალიდან დაღლილი იცქირებოდა და კათედრასთან ოდნავ წინ დახრილი,მშვიდი ნაბიჯით დადიოდა.სახეზე მუდამ ნაღვლიანი შთაგონება ეფინა და ჩუმი ირონიით შეფერილი ,,მწარე" ღიმილი იცოდა.ძალზე შეუცნობელი და თავისებური გარეგნობა ჰქონდა...უჩვეულო პიროვნება იყო."
ნიკო ლორთქიფანიძე გარდაიცვალა 1944 წლის 25 მაისს, 64 წლისა, დაკრძალეს ვაკის სასაფლაოზე, საიდანაც 1954 წელს დიდუბის პანთეონში გადაასვენეს.


მოკლედ გადავწყვიტე ასეთი რამ,რადგან წერის მხრივ უნიჭო ადამიანი ვარ,ვიწყებ მოთხრობებს მერე მეზარება და აღარ ვაგრძელებ, შემოგთავაზებთ ქართველი მწერლების ნაშრომებს,პატარა ბიოგრაფიასთან ერთად.წაიკითხავთ იმედი მაქვს ყველა!



№1 სტუმარი Guest Khatia

Momewona sheni azri,kargi da sainteresoa,am saits bevri mkitxveli hyavs da imedia bevri waikitxavs yvela siaxles.

 


№2 სტუმარი mariami

ა კაცი! ესე არ ჯობია წეროთ,იმ აღვირახსნილობებს რომ მიაკვდით ყველანი ერთად:(( ძალინ კარგი იდეაა, დიდი სიამოვნებით წავიკიტხავდი ასეთ საინტერესო ისტორიებს. ვამაყობ შენით...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent